logo.png

 

Tamaz Lomidze

 

"როცა ხალხით სავსე ჩვენს პატარა, სამრევლო ტაძარს ვხედავ ან ძველ ანჩისხატს ანდა გრანდიოზულ სამების ტაძარს ან თუნდაც დიდებულ სვეტიცხოველს, ნამდვილად ვხედავ ღვთის სახლს, მაგრამ არა როგორც მათ დიდებულ სვეტებს, კამარებს და გუმბათებს, არა როგორც ძვირფას კანდლებს, თვალ-მარგალიტით მოჭედილ ხატებს, სახარებებს ან ტახტებს, არამედ ვხედავ ღვთის ნამდვილ სახლს - მორწმუნე ადამიანებს. დიახ, წმინდა წერილის მიხედვით ღვთის სახლი ვართ ჩვენ, მორწმუნე ადამიანები და არა ტაძრის კედლები, გუმბათები და სვეტები. ქრისტე ღმერთიც მის სახლში, მის ადამიანებს შორის სუფევს, მათ გულებს ხედავს და მათში მოქმედებს. ნებისმიერ ტაძარში როცა შეიხედავთ, შეხედეთ მხოლოდ ღვთის ამ ნამდვილ სახლს ანუ იქ მყოფ ადამიანებს, მათ სახეს, მათ მდგომარეობას, მათ სიხარულსა თუ გასაჭირს და მიხვდებით, როგორი მსახურები ვართ ჩვენ ღმერთის. პავლე მოციქული გვსაწავლის ასე ახალ აღთქმაში: "ყველა სახლს ვიღაც აშენებს, ყოვლის ამშენებელი კი ღმერთია. მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, რათა ემოწმებინა, რაც უნდა თქმულიყო, ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩ ვ ე ნ ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ კადნიერებასა და სასოების სიქადულს." (ებრ. 3, 4-6)

ღმრთის სახლი ჩ ვ ე ნ ვართ, მორწმუნე ადამიანები - ასე გვასწავლის წმინდა წერილი."

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (789)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას