logo.png

უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა

2020 წლის 24 ნოემბერს გაიმართა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გეგმიური სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.

წმიდა სინოდის თავმჯდომარესა და წევრებს დაცული ჰქონდათ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაცია, პირბადეების გამოყენების სახით.

წმიდა სინოდის წევრებმა მხარი დაუჭირეს მწყემსმთავრის წინადადებას, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ჩატარდეს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება. ასევე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოქვეყნებისა და გამოყენებისთვის დამტკიცდა 2020 წლის თარგმანის ახალი ვერსიის ღვთისმსახურების ტიპიკონის პირველი ნაწილი, მასში შემავალი მწუხრის, ცისკრის მსახურების, წმიდა იოანე ოქროპირის საღვთო ლიტურგიისა და წმიდა ზიარების ლოცვების თანმიმდევრობით.

სხდომაზე განიხილეს და დამტკიცდა რიგი ორგანიზაციული საკითხები ინდივიდუალური სინოდალური დეპარტამენტების სახელების სტანდარტიზაციისა და ჰარმონიზაციის შესახებ.

წმიდა სინოდმა ოფიციალურად დაამოწმა, რომ რომ სრული ევქარისტიული კავშირი და საეკლესიო თანაზიარება დამყარდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, როგორც ავტოკეფალურ მართლმადიდებელ დაეკლესიებს შორის.

 

 

 

ნანახია: (1446)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას