საქართველოს პირველი პეზიდენტი, ზვიად გამსახურდია ვერ მალავდა წუხილს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე.
“ისტორიულად მრავალგზის დადასტურებული ჭეშმარიტებაა, რომ ერის გადარჩენისა და აღორძინებისთვის, უპირველეს ყოვლისა,ჯერ ეკლესიის განწმენდაა საჭირო. მაგრამ, როგორც გვეჩვენება, ჯანსაღი რელიგიური წრეების მხრიდან ჯერჯერობით შედარებითი სიფრთხილე იგრძნობა რჯულის მოღალატე იერარქთა მხილების საქმეში, რაც გამოწვეულია სავსებით გასაგები და გასათვალისწინებელი მიზეზებით. საქმე ის გახლავთ, რომ ფარისევლობაში დაბრძენებული მოწინააღმდეგე (თვით საპატრიარქოს მესვეურთა ხელშეწყობით) ცდილობს ცალკეული უჯერო სასულიერო პირისა და ეკლესიის გაიგივებას რელიგიაში გაუთვითცნობიერებელი საზოგადოებისთვალში, რათა მათ ამით ერთის სიძულვილით მეორეც შეაჯავრონ, კაცობრივი ცოდვა ღვთაებრივ სიწმინდეს გადააბრალონ…” – წერდა ზვიად გამსახურდია.
ნანახია: (3299)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას