logo.png

 

 

Maia Kalandia 

"მათ საყურადღებოდ, ვისაც კოვიდი გაქვთ,.შინ ხართ და ასრულებთ ექიმების რეკომენდაციებს, ან მორჩით ეს-ესაა, ან მეგობრებისთვის გჭირდებათ ინფორმაცია,

თავს ვალდებულად ვთვლი გაგიზიაროთ პირადი გამოცდილება.

უმთავრესი რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ ჩაწვეთ!

როდესაც ფიქრობთ, რომ ცუდად ხართ, სუსტად ხართ, ზუსტად მაშინ დაატანეთ თავს ძალა და ადექით, იარეთ, ისუნთქეთ ღრმად.

სანამ შევძელი ფეხზე ვყოფილიყავი, მებრძოლა, ვიყავი კარგად, როგორც კი ჩავწექი და მოვდუნდი, ავიკიდე ფილტვის ანთება. არ ვიცი, რამდენად სწორია სამედიცინო თვალსაზრისით, მაგრამ რაც სხეულმა იგრძნო და გამოცდილება მკარნახობს ასეა.

იარეთ ეზოში, სუფთა ჰაერზე, ვისაც ამის საშუალება გაქვთ.

არ იფიქროთ ნეგატიურზე, (ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანი დავკარგე იმ დღეებში და ამან მეტად დამძაბა და გამირთულა ზოგადად.)

ბერეთ ბუშტი, იმღერეთ, გაიხსენეთ სასიამოვნო ამბები!

უძილობა შეგაწუხებთ, მიტოვებულად იგრძნობთ თავს, ტირილი მოგინდებათ, იტირეთ. არ მიიღოთ ანტიდეპრესანტი, ეს უფრო გაართულებს მდგომარეობას.

არ გეძინებათ? წაიკითხეთ წიგნი, ბევრად ჯობია ოხვრას და ცუდ მოგონებებზე ფიქრს, რომელიც თან ახლავს უძილობას.

დღეს ვიფიქრე, რომ ვარ ძალიან ცუდად, ვგრძნობდი საშინელ დაღლილობას. თავს ძალა დავატანე და ვიარე სუფთა ჰაერზე, შინ დავბრუნდი ბევრად უკეთესად.

მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, ჩვეულებრივი წყალი, თუ საშუალება გაქვთ, დაუმატეთ ვაშლის ძმარი.

კოვიდიანების მეგობრებო - არ დაივიწყოთ, რომ მეგობრის ფანჯრის რაფაზე და ან, კარებთან, თბილი კომპოტის, ნებისმიერი ერთი თეფში სადილის დატოვებით, ვირუსი არ გადადის და თქვენს მეგობარს აგრძნობინებთ, რომ ის მარტო არაა და თქვენ მას არ ტოვებთ მარტოს. ეს უმთავრესია.

ჯანმრთელობას და სიცოცხლის რწმენას გისურვებთ!

ჩემს მეგობარ ექიმებს

Nana Gegetchkori,

 რომელმაც, ასეთმა დაკავებულმა, ყველაზე რთულ მომენტში, ჩემთვის გამონახა ძვირფასი დრო და იმედი დამიბრუნა.

Malkhaz Jalagonia

- ჩემი უაზრობების ატანისთვის."

წერს მაია კალანდია.

ნანახია: (870)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას