1725 წელს აღმოსავლეთ საქართველოს (ანუ ზემო იბერიის) კათოლიკოსი დომენტი IV (ბაგრატიონი, 1705-1741 წ.წ.) ოსმალეთის სულთანმა სტამბოლში გაიწვია. იქ დაუმტკიცეს მცხეთის საკათოლიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს. 1727 წლის დეკემბერში დააპატიმრეს, როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად, კუნძულ ტენედოსზე გადაასახლეს. აქ მან 1736 წლის დამლევამდე დაჰყო. 1738-1739 წ.წ. ისევ სტამბოლშია და 1739 წლის ის მეორე ნახევარში გამოუშვეს. იმავე წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა.
1726 წლის 2 აგვისტოს, ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი იერემია მესამე იმ პერიოდში გავრცელებულ შავი ჭირის ეპიდემიასთან დაკავშირებით წერილს წერს უნეტარეს ზემო იბერიის კათოლიკოსს დომენტი მეოთხეს, რომელიც იმჟამად კონსტანტენოპოლში ცხოვრობდა. მსოფლიო პატრიარქის ეს წერილი მცხეთელი კათოლიკოსისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან შემორჩენილი იშვიათი გამონაკლისია.
“ჩვენი უმდაბლესობა ამ საპატრიარქო დადგენილებით მის უნეტარესობასა და კათოლიკოსს ზემო იბერიისას სულიწმიდისმიერ (და ა.შ.) … უფალ უფალ დომენტის მოგიწოდებთ და გაძლევთ უფლებას, რომ ამ საშინელი შავი ჭირის დაავადების გავრცელების გამო, უძლურების გამო ეკლესიაში ვერ წასვლის შემთხვევაში, როდესაც გსურთ ღვთისმსახურება წმიდა ოდიკით საკუთარ სახლში გამოყოფილ ადგილას აღესრულოს.
1726 წლის 2 აგვისტო
იერემია მესამე კონსტანტინოპოლელი“
წყარო: Δελικάνη Κ., Πατριαρχικά Έγγραφα Γ’, Εκ του Πατριαρχικού Τυπογραφείου, Εν Κωνσταντινιυπόλει, გვ. 241.
ნანახია: (1229)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას