"რამდენიმე თვის წინ აქ ვნახულობდი „მორწმუნეთა“ პოსტებს, რომელთა ძირითადი შინაარსი შემდეგი იყო: „მე მივდივარ ეკლესიაში“, „კორონა ქრისტიანს ვერ შეაშინებს“ და ა. შ. ერთმანეთს ამხნევებ-აგულიანებდნენ ეკლესიის მრევლის წევრები..ზოგიერთმა აღგზნებულმა მრევლმა კარგადაც გამომლანძღა და ბევრი მიემხრო მათ...მოუწონა ეგ საქციელი... მერე იმნაძის გამოსვლამ მაინც თავისი გაიტანა...კუბო კუბოზე გავაო, რომ გვატყობინებდა...ის იმნაძე, რომელსაც ყოფილი მხედრიონელი ეპისკოპოსი იაკობი ემუქრებოდა...რატომ და რისთვის? ახლა გამოვიდნენ და ბოდიში მაინც მოუხადონ მოტყუებულ ხალხს...და კიდევ..დიდი ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ცოცხალი წმინდანები ბუნებაში არსებობენ,.. როგორ არ არსებობენ, მაგრამ პირადად მე წმინდანობის სხვა კრიტერიუმები ვიცი და მწამს....მაგალითად, წმინდანია ჩემთვის ამბროსი ხელაია...ვიღაცეები ედავებოდნენ...ვიღაცეები, პატარა კაცები...ის მემორანდუმი რომ არ გაგეშანშალებინა, ამდენი სისხლი არ დაიღვრებოდაო.. ვითომ ამბროსი ხელაიამ დაღვარა სისხლი...განა არ იცოდა წმინდა ამბროსიმ, რომ გენუის კონფერენციაზე რუსეთის მიწვევა იყო იმის ნიშანი, რომ ევროპა რუსეთთან საქმეს არ გაიფუჭებდა, არც ისეთი გულუბრყვილო იყო, რომ არ სცოდნოდა, მისი საქციელი რეალურ ნაყოფს გამოიღებდა თუ არა, მაგრამ რუსების ოკუპანტობის მამხილებელი მემორანდუმი მაინც დაწერა...იმიტომ რომ მსოფლიოს დაანახა, ასე იოლად ხელწამოსაკრავი და დასაჩაგრი ხალხი რომ არ ვიყავით...მისმა მაგალითმა ნაყოფი გამოიღო..აბა..ე. წ. ლავირებამ და კოჭების გაგორების პოლიტიკამაც რა მოგვიტანა? _ უარესი ჭაობი! და კიდევ სასულიერო იერარქი პოლიტიკაში სწორედაც უნდა ერეოდეს, რადგან
დაპყრობილ ქვეყანაში არ გაქვს უფლება მხოლოდ შენი საქმე აკეთო...ასეთია ჩვენი ისტორიული ბედი.. მაგრამ პოლიტიკაში უნდა ერეოდე ისე, როგორც ამბროსი ხელაია ჩაერია. შენი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვა და არა დამპყრობლისა და ოკუპანტისა!...აი, მაშინ ხარ კაცი და ადამიანი..წმინდანობას რომ თავი დავანებოთ.."
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (831)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას