logo.png

 

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"სახელმწიფო

არ უნდა აშენებდეს პროექტებს.

არ უნდა აწესებდეს ფასებს.

არ უნდა იყოს დაკავებული ეკონომიკაში.

არ უნდა ფლობდეს ქონებებს და კომერციულ ობიექტებს.

არ უნდა ერეოდეს საბანკო და საფონდო სისტემებში.

არ უნდა ჰქონდეს რამენაირი საწარმოები.

არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი შეხება ინვესტორებთან.

სახელმწიფოს ევალება კანონების მიღება, მათი აღსრულების კონტროლი, ადამიანის უფლებების დაცვა, გადასახადების მოკრეფა და მათი გადანაწილება

არმია, სასამართლო, პოლიცია, უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები.

ყველაფერ დანარჩენს აკეთებს და დოვლათს ქმნის თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი კაპიტალი და თავისუფალი, დამოუკიდებელი ბიზნესი თავისუფალ ბაზარზე.

ბაზარი

ადგენს ფასებს.

არეგულირებს სტანდარტებს.

ქმნის მოთხოვნილებას და წინადადებას.

ბაზარი აყალიბებს წესიერ და პატიოსან ურთიერთობებს.

ბაზარი ქმნის კონკურენციას, რაც არის პროგრესის უმთავრესი პირობა.

ბაზარზე მიდიან ინვესტორები და არა კაბინეტებში.

დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს უფლება იქონიოს სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივები აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების სახით და დაეხმაროს ქვეყნისთვის საჭირო პროექტებს ინვესტიციის სახით.

მაგალითად ბირჟაზე იყიდოს ანაკლიის პორტის დამატებითი აქციები პროექტი წარმატებულად რომ განხორციელდეს და შემდეგ ეს აქციები გაყიდოს მოგებით.

ანუ საბჭოური მოდელი, რომელსაც ჰქვია "სახელმწიფო პატრონი" ანუ მეცნიერულად პატერნალისტური მოდელის სახელმწიფო უნდა მოკვდეს და მასთან ერთად უნდა მოკვდეს ის პოლიტიკაც, რომელიც ასეთი მოდელის მომსახურე პერსონალად არის ჩამოყალიბებული.

ნაციონალების წარმატებული და ოლიგარქის ოცნების წარუმატებელი სახელმწიფოები ერთნაირად იყო და არის "პატრონი სახელმწიფოს", პატერნალისტური სახელმწიფოს მოდელები.

პატერნალიზმი არის მამის შვილზე მფარველობის ანალოგი.

ოღონდ ასეთი ვერსიის სახელმწიფო თავად ხდება უკვე "ბაბუის მამაზე" მფარველობის მოდელად.

ჩვენს ვარიანტში "დიდი ძმის მფარველობა" გვაქვს. მოსკოვის "მზრუნველი" ხელი.

ქართული პროდასავლური პოლიტიკა კი ცდილობს მოსკოვის პატრონობა ჩაანაცვლოს უკვე დასავლეთის, ევროპის და ამერიკის პატრონობით, რაც არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი.

არ არიან დემოკრატიები პატრონები.

დემოკრატია არის პატერნალიზმის მტერი. დემოკრატია არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამის გარეშე კი არ არის ეროვნული ინტერესების პოლიტიკაც.

ამიტომ ასეთი პოლიტიკური მოდელის მიმდევრობა არის ჩიხი, სრულიად უპერსპექტივო და მივადექით კიდევაც ამ ჩიხს.

ოპოზიციას თავისი პატრონული, ანუ არადემოკრატიული თვისებების გამო არ ძალუძს მოქალაქეების თავის მხარეზე მობილიზება კიდევ უფრო "დიდი პატრონი" რომ დაამარცხოს.

შედეგად ლოგიკურად შევედით პატერნალისტური მმართველობის ჩიხში.

ფეოდალური აზრებით დემოკრატიის აშენება არანაირად გამოვა.

30 წლიანი პოლიტიკა ჩვენს თვალწინ კვდება.

პოლიტიკოსების უფროსობა და "მამობრივი" მზრუნველობა აღარავის სჯერა.

მოკლედ საქმე არის ასე,

ამერიკის დემოკრატი პრეზიდენტის პირობებში ასეთ ქართულ პოლიტიკურ კლასს კარგი არაფერი ელოდება.

თავად სახელმწიფოზე კი არ ინერვიულოთ."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (591)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას