logo.png

 

Lela Chkhartishvili

 

"ადრე მახსოვს, საბჭოთა კავშირში ნამეტნავად რომანტიზირებულ-ჰეროიზირებული იყო ქურდობა..70-იანებში აყვავდა კრიმინალური მენტალიტეტი და გაიფურჩქნა..ყველა ცხვირმოუხაცავ თინეიჯერ ბიჭს ლიმონა დევდარიანობა უნდოდა...მაღალმხატვრული ლიტერატურა, ხელოვნება ორიენტირებული იყო კეთილშობილი ყაჩაღის ფენომენის კულტივირებაზე.. ოღონდ ამას აკეთებდა შეფუთულად, კოხტად და ლამაზად, რაც კიდევ უფრო საშიში პროპაგანდა გახლდათ.. შორს წაგვიყვანს ჩამონათვალი: პუშკინის დუბროვსკი, არსენა მარაბდელი (ვინც რომ სატალინს ძალიან უყვარდა და განადიდებდა, რადგანაც ქურდული მენტალობის გაღვივებაში სტალინს ლომის წილი მიუძღოდა..კანონიერი ქურდობის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში, როგორც სახელმწიფოს მიერ მართულის და მისსავე სამსახურში ჩაყენებულის), თქვენ წარმოიდგინეთ მრეცხავი ვარდოც კი...რომელსაც კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა..როგორ გინდა, რომ ეს პიროვნებები არ დააფასო ან სიმპატია არ გაგიჩნდეს? აღარაფერს ვამბობ „დათა თუთაშხიაზე“, რომელიც ლამის მეხუთე სახარებად იქცა ქართული საზოგადოებრიობისათვის მაშინ და რომელიც შემდგომში მხედრიონის იდეოლოგიური ბაზა გახდა......ხელოვნებას უნდა განედიდებინა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ამხედრებული გმირი და ეს როდის? როცა ქვეყანა დაპყრობილი იყო.. თუ ასეთი ვაჟკაცი ხარ და უშიშარი რაინდი, დაპყრობილი და ჩაგრული ქვეყნის შვილი, ღირსების დასაცავად იმ უსამართლობას არ უნდა ებრძოლო, რაც არის მიზეზი და არა შედეგი?...მაგრამ ეს ვის აწყობდა? იმპერიის მიზანი იყო, თავისუფლების, დაუმორჩილებლობის სული და ვაჟკაცური ენერგია სულ სხვა კალაპოტში მოექცია და სხვა (არაეროვნული) სადინარით წარმართულიყო, როგორც თვითონ სურდა, ანუ ემართა სათავისოდ... ვის ეპრიანებოდა ეროვნული გმირის განდიდება?..ამიტომაც არავინ იცოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, მარო მაყაშვილის და. ა. შ. სახელები ეროვნულ მოძრაობამდე.. მათი პროპაგანდა არ იყო მაშინ მოდაში..ფსევდოგმირები მოგვახვიეს თავზე...გაგვიპიარეს ათასი ჯურის თაღლითი და მამაძაღლი, ლამის წმინდანებად გვიქციეს და ერმაც დაიჯერა...რადგან ზოგს ჩვევად აქვს, რასაც ზემოდან ჩასძახებენ, ის უნდა ამოიძახოს...ღმერთო, აგვიხილე თვალები, და თუ ვერ ვიცნობთ ჩვენს გვერდით მოარულ ღირსებას (ნამდვილ გმირს), ქე მაინც იმდენი შთაგვაგონე, რომ არ დავკორტნოთ და ჯვარს არ ვაცვათ!"

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (664)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას