logo.png

 

Revaz Kemularia

 

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, რომ დამოუკიდებლოის გამოცხადების დღიდან სულ რაღაც ექვს თვეში, ზარბაზნებს გვესროდნენ... დასახოცად გაგვიმეტებდნენ დამოუკიდებლობის გამომცხადებლებს. ვერასოდეს ვიფიქრებდი იმას, რომ დაამხობდნენ კანონიერ ხელისუფლებას და გაანადგურებდნენ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მიუძღვნა... ქართველი ერის ისტორია კი გვახსენებდა წარსულს, მაგრამ გვეგონა, გავიზარდეთ, ბევრ რამეს მივხვდით, ბევრი რამე ვისწავლეთ და ერთიანი ძალისხმევით შეუდგებოდით ახალშობილი სახელმწიფოს აღმშენებლობას!

მაგრამ თურმე სად ვართ!!! მთელი ძალისხმევით ჩაერთო ჩვენ წინააღმდეგ რუსეთის აგენტურა, ოკუპანტის მიერ გამოზრდილი წითელი ინტელიგენცია, ქუჩის ბრბო, რომლებსაც რუსეთის საჯარისო ფორმირებები უმაგრებდნენ ზურგს და ამარაგებდნენ რუსული იარაღით. დიახ, გულში ესროლეს საქართველოს და სასიკვდილოდ დაჭრეს, რომელიც ჯერაც არ განკურნებულა და ბორგავს!!!

ოოო, როგორი ერთიანები იყვნენ იმ დროს, პუტჩისტები, საპატრიარქო, წითელი ინტელიგენცია, ნარკომანებად ქცეული, იარაღასხმული "კაი ბიჭები," დაუნდობლად რომ გვესროდნენ, ზარბაზნებს, ავტომატებს ქაშუეთის ეკლესიის ეზოდან, თუ მის მიმდინარე ტერიტორიიდან... სიგუა და კიტოვანი კი ღამეებს ამიერ კავკასიის რუსეთის საჯარისო ფორმირებებსის შტაბში ათენებდნენ... გრუს დაზვერვის აგენტებთან ერთად სახავდნენ კანონიერი ხელისუფლების დამხობის გეგმას.

იწყებოდა საქართველოს ნგრევის პროცესი და დაანგრიეს კიდევაც... გახარებულები შეხვდნენ აეროპორტში ედუარდ შევარდნაძეს! ბრწყინვალედ განახორციელეს რუსული გეგმა!!! დამარცხდა საქართველო!!!

ამ ტრაგედიას დღეს ხანდახან თუ გაიხსენებს ვინმე, რადგან მხოლოდ საკუთარს ხედავენ და მხოლოდ თავიანთი ათვლიდან განსაზღვრავენ ქვეყნის წარსულს თუ მომავალს... ზემოთ მოყვანილი ისტორია ბევრს გულს აუჩუყებს და შეიძლება ცრემლიც ჩამოუგორდეს თვალებიდან, მაგრამ უფრო სატირალია ის, როცა ქვეყნის დაქცევაში უშუალო მონაწილეებს ტაშს უკრავენ და პარტიულ საარჩევნო სიაში საპატიო ადგილს იკავებენ მათი გვარები.

დარწმუნებული ვარ, გათენდება საქართველოში ნათელი დილა. ბევრს გონება გაეხსნება, ბევრი გაიაზრებს ჩადენილ შეცდომებს თუ დანაშაულს, მაგრამ ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუ არ გამოიღვიძა სრულიად ერმა, თუ ქართველმა არ მიხედა თავის სამშობლოს და არ დაადგა სიმართლის გზას, რომელსაც ერისა და ქვეყნის გადარჩენა ქვია!!! დღეს საქართველო, სასუნთქ აპარატს მიერთებულ პაციენტს ჰგავს... ტერენტი გრანელის ლექსის სრტიქონით დვასრულებ ამ პოსტს. - გადარჩება? ექიმებს ეკითხება ზოზია."

წერს რევაზ კემულარია.

ნანახია: (627)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას