"მეუფე ლაზარე გამორჩეული და პროგრესული ხედვის სასულიერო პირი იყო. დასანანია, რომ დააკლდა იმ მცირერიცხოვანთა ჯგუფს, რომელიც ასე გვჭირდება ერსაც და ბერსაც. ღმერთმა მშვიდობით განუსვენოს მის სულს.
საპატრიარქო ვალდებულია გვითხრას ვინ ახორციელებდა სულიერ მზრუნველობას მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეპისკპოსზე. იზრუნა თუ არა ეკლესიამ სათანადოდ - ვინ აზიარა, ან საერთოდ აზიარეს თუ არა. გამოხატეს თუ არა სათანადო ყურადღება შალვა კეკელიამ, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, სპირიდონ აბულაძემ. ეს შეკითხვა უნდა დაუსვას დღეს მედიამ ეკლესიას!!!
სულიერი მზრუნველობა სნეულების მიმართ ეკლესიის პასუხისმგებლობათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესთაგანია, ისე როგორც გარდაცვალების და მის შემდეგ საჭირო სულიერი მზურველობა!"
წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.
ნანახია: (673)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას