logo.png

 

ბექა ჭიჭინაძე

 

"ბიძინა ადრე თუ გვიან წაბნელდება (უფრო გვიან, სათუთი ოპოზიციის იმედად), მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ არცერთ პოპულისტ ოპოზიციურ პარტიას არ ესმის ეკლესიის ნამდვილი წონა ქვეყნის განვითარებაში, დღევანდელ საბჭოთა ეკლესიაში თუ გაბედული ქირურგიული ჩარევა არ მოხდა, ქართული სახელმწიფო ცალი ფეხით კოჭლი დარჩება მუდამ და სწრაფ განვითარებაზე ოცნებაც უადგილო იქნება.

არ შეცდეთ და ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის რეაქცია კოვიდ-19- ზე ცალკეულ მოვლენად არ ჩათვალოთ, სინამდვილეში რა მიდგომა და შედეგიც ვირუსთან იყო, ასეთივე მიდგომა და შედეგი გვაქვს ყველა მნიშვნელოვან გამოწვევასთან.

მათ, სწორედ მათ, რომელთაც ვირუსის არსებობის საერთოდ არ სჯეროდათ, სჯეროდათ იმის, რომ წილხვედრ ქვეყანაში პატრიარქის მადლმა ვერაგი ვირუსისგან დაგვიფარა.

მეტი რა უნდა მომხდარიყო რომ ამაზე მეტად გათვალსაჩინოვებულიყო ჩვენი საერო და სასულიერო ხელისუფლების სიბრმავე, ვირუსზე გამარჯვება იზეიმეს, ყველა მტრად და მოშურნედ გამოაცხადეს ვინც სიფრთხილეს არჩევდა და ზეიმის ნაადრევობაზე ლაპარაკობდა, ახლა კი ვხედავთ, რომ ჩინეთსა და იტალიასაც გადავასწარით, მაგრამ ფართო საზოგადოება მაინც ვერაფერს ამჩნევს, ვერაფრით აიხსნება ეს გაუგონარი სიბრმავე, ისევ სახარება გახსენდება, რომ დაახშო უფალმა ამ ხალხის სმენა და გაამქისა გული, რომ არ დაინახონ და არ იგრძნონ, არათუ წილხვედრს, ღვთისგან მოძულებულს ჰგავს ჩვენი ქვეყანა."

წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (1029)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას