"ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ამომრჩევლების მიერ ოფიციალურად მინიჭებული ლეგიტიმაცია, რომელიც მათ უფლებას რთავს ისაუბროს მომხრეთა სახელით. მთლიანი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება ფაქტზე, რომ არჩევნები გაყალბდა. ყველა თანხმდება აგრეთვე იმაზე, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ახალი ცესკოთი.
ოპოზიციის სპექტრს ახლა სჭირდება ერთადერთი რამ, გააფორმოს ზემოთქმული ოფიციალური მემორანდუმის სახით, მოაწეროს ხელი და ულტიმატუმის სახით წარუდგინოს მთავრობას. დიახ, ულტიმატუმის. პარალელურად, ოპოზიციას შეუძლია დაიწყოს საქმიანი შეხვედრები ჩრდილოვანი კაბინეტის შესაქმნელად.
ულტიმატუმი არის ის წითელი ხაზი, რომლის დარღვევა და რომელზე ფეხის დაბიჯებაც არ უნდა განიხილებოდეს არანაირი მოლაპარაკების საგნად. მოლაპარაკებები შეიძლება ( და უნდა დაიწყოს ) ულტიმატუმის პირობების აღიარების შემდეგ, სასურველია საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების მეთვალყურეობით. ოპოზიციას აქვს პოლიტიკური, იურიდიული და მორალური ვალდებულება, ქვეყნის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კატასტროფაში შემყვან მთავრობას არ მისცეს არანაირი შანსი დესტრუქციული არსებობის გასაგრძელებლად; მითუმეტეს, რომ ეს არსებობა ემყარება გაყალბებულ რეალობას.
შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საჭიროება პანდემიის პირობებში ხალხის დიდი მასების უაზროდ და უმიზნოდ შეკრებების გასაგრძელებლად. ხალხმა უკვე გამოხატა საკუთარი ნება და არ აპირებს რევოლუციების მოწყობას ქუჩაში "ხმალაობით". ამ გზით თავიდან იქნება აცილებული როგორც სამთავრობო პროვოკაციები, ასევე პანდემიის კატასტროფული გართულება.
ხალხი შეიკრიბება მხოლოდ მაშინ, როცა და თუ ოპოზიციური სპექტრის რომელიმე სუბიექტი დაარღვევს წითელ ხაზს და სამთავრობო ულტიმატუმს. "
წერს ზურაბ გურული.
ნანახია: (1361)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას