"დამნაშავეებს მხოლოდ მაშინ ხედავენ, როცა თავად ეჯახებიან დამნაშავეებს და ხელს უშლით პოლიტიკურ საქმიანობაში.
საკუთარი თავი ყოვლის შემძლე ჰგონიათ და იმას, ვისაც შეუძლია სინამდვილეში ქვეყანას გაუძღვეს და ფონს გაიყვანოს, აიგნორებენ, არ უნდათ, ხელს უშლით, რადგან იციან, მის ჩრდილში აღმოჩნდებიან და ჩაიკარგებიან...
ან ხომ არ ნიშნავს ეს
რუსული პოლიტიკის განმტკიცების ხელშეწყობას?
მახსოვს, ბიძინაზე იძახდნენ ყველას მინუს ერთიო... თურმე მიშას გულისხმობდნენ!
და კიდევ, ასეთი მწირი პოლიტიკური სასაუბრო ენა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკიდან შორს ყოფნა, უცოდინარობა, მაგრამ საკუთარი თავის პოლიტიკოსად წარმოჩენა.
საპროტესტო აქციაზე ათეული სიტყვით გამომსვლელიდან, მხოლოდ ერთმა წარმოთქვა სიტყვა ეროვნული,.. ეს ლიდერი გახლდათ ნიკა მელია.
სამწუხაროდ არავის არ უხსენებია რუსი საოკუპაციო ჯარი. ხალხთან საუბარი განსაკუთრებული ნიჭია!!! და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსისთვის.
გაყალბებული არჩევნები რუსეთის პოლიტიკის განმტკიცებაზე ასხამს წყალს, მაგრამ რატომღაც რუსეთი გამორჩებათ ხოლმე.
კარგია, როცა აქციებზე ახსენებენ ერის სინდისს ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ ფრთხილობენ ზვიად გამსახურდიას ხსენებაზე... ამით ზვიადის სახელს არაფერი დააკლდება, მაგრამ სამშობლოსათვის, ერისთვის ბრძოლის, პატრიოტიზმის მაგალითად მაინც უნდა ახსენებდე სამშობლოს ზვარაკად შეწირულს.
არ ვიცი ხვალ რა იქნება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, გვიჭირს დიდი პოლიტიკური ნიუანსების გაცნობიერება."
წერს რევაზ კემულარია.
ნანახია: (1327)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას