"„სადაც არის ქრისტე, იქ კორონას რა უნდაო?“ მოკლედ, ლამის საუკუნის ფრაზად იქცა.. ფრაზის უნახავს რომ გაგხდის...ვინც ეს ფრაზა წარმოსთქვა, თანაც ასე რიხით, ეტყობა სახარებაც კი არ წაუკითხავს...რა გამოდის ახლა? სადაც არის ქრისტე, იქ არ არის განსაცდელი? არ არის სიკვდილი?..აბა თვითონ ქრისტე რაღატომ გაიცა, ჯვარზე ევნო, მოკვდა?...სადაც არის ქრისტე, იქ შეიძლება არ არის სულიერი სიკვდილი, მაგრამ ხორციელი სიკვდილი და განსაცდელი, რამდენიც გინდათ. მისი სახელის გულისთვის რამდენი ადამიანი მოკვდა...ეწამა. როგორ? იქ არ იყო ქრისტე?...სადაც ქრისტეა, იქვეა ჯვარიც.. და თუ ქრისტე გინდა, ის ჯვარიც უნდა გინდოდეს...აბა, ჩვენ თუ იმიტომ დავრბივართ ეკლესიაში, რომ ემანდ ვირუსი არ შეგვეყაროს, ბუზი არ აგვიფრინდეს, ნიავმა არ დაგვკრას, თბილი სავარძელი არ გამოგვეცალოს ერთი ადგილიდან, საამოდ და კომფორტულად ვიგრძნოთ თავი...მეზობელი ჩვენზე მეტად არ წარემატოს...საყოფაცხოვრებო პრობლემები მოგვარებული გვქონდეს...მაშინ როგორც ილია იტყოდა, „ღვთივმონაბერი სული სადღაა?“ რაღაც ვულგარულ მატერიალიზმთან გვაქს აქ საქმე. რადგან...ქრისტიანობა და ეკლესიურობა არ არის კეთილდღეობის გარანტი ამ წუთისოფელში.. ის მომავალ ცხოვრებაზეა ორიენტირებული...ან კიდევ ზოგიერთი მღვდელი თავგანწირვისკენ რომ მოუწოდებდა თვეების წინ მრევლს...ეკლესიაში მოსასვლელად კორონამ არ დაგაბრკოლოთო...ვითომ ქრისტესადმი ერთგულების დამტკიცება იყო მოტივი ასეთი განცხადებებისა? თუ ისევ და ისევ მერკანტილური ინტერესები (მრევლის შემცირება შემოსავლის შემცირების ტოლფასია). მერე მიდიოდა ვაჭრობა ამ ხელისუფლებასთან.. ამაზე არაერთხელ ითქვა და სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი...მინდა ამ სასულიერო პირებს ვუთხრა: რატომ ატყუებთ ხალხს?...რატომ სარგებლობთ მრევლის ნდობით?..რა უფლებით აკურთხებთ სიკვდილისთვის ხალხს, რადგან მოუწოდებთ, რომ თავები არ დაზოგონ..(რაღაც უაზროდ, თორემ ქრისტემ თავდადება რომ მოითხოვოს ჩვენგან..და მართლა დევნა დაიწყოს მისი ეკლესიისა. დიდი ალბათობით, პირველები თქვენ გამოიქცევით).... რატომ არ უფრთხილდებით ადამიანების სულსა და სხეულს? არცერთი ქვეყნის ეკლესიას ეს არ გაუკეთებია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ქვეყანაში მეტი არაფრის უფლება არა აქვს ადამიანს, გარდა სიკვდილისა... ერთი რაც შეუძლიათ ჩვენ „სულის კაცებს“, ესაა, რომ გაკურთხონ _ მოკვდიო...არა.. სიკვდილის მერე ალბათ უფრო დიდი და ნამდვილი სიცოცხლე იწყება, მაგრამ ეს იმათთვის, ვინც წუთისოფლის ლოგიკაზე და მის მატერიალისტურ ფილოსოფიაზე ამაღლდნენ და გაიმარჯვეს! ჩვენთვის კი.. ჯერ კიდევ შორია გურჯისტანამდე!"
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (1546)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას