logo.png

 

ბექა ჭიჭინაძე

 

"რაც არ უნდა ვვარცხნოთ და სუნამო ვაპკუროთ თანამედროვე ქართულ სინამდვილეს, ის მაინც რჩება ლუკმა პურისთვის კახპობად, გახრწნილი სინდისი ყარს, ხელისუფლება აცხადებს მარათონს პურისკენ, ვინც ღირსებას მეტი სისწრაფით გადააბიჯებს ფინიშამდე მისწრების მეტი შანსი აქვს, თუ იმდენი შნო გამოიჩინეთ, რომ კანჯოთი გადახტით თქვენი ღირსებიდან, პურზე მეტსაც ეწევით, მომილოცავს, თქვენ ქართული ეკლესიის იერარქიაში შეგიბიჯებიათ !

ახალგაზრდობა, როგორც ნაკელზე ამოსული ყვავილი, ამ პარტახში დიდხანს ვერ ძლებს და წყდება, ან ნარკოტიკით და ალკოჰოლით გაურბის შემზარავ სინამდვილეს, უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ქვეყნიდან გაიქცეს.

ძირითადად, წილხვედრისტანი შედგება სამი ჯურის მებატონეებისაგან: ,,პოლიტიკოსები", (ამიტომ გვაქვს მრავალ მილიონიან ქვეყნებზე მეტი პოლიტიკური პარტია ამ ნამცეცა ქვეყანას), პროფესორები (ამიტომ გვაქვს ასზე მეტი ,,უმაღლესი"), ,,ეპისკოპოსები" (ამიტომ გვყავს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდზე მრავალრიცხვოვანი სინოდი), მაგრამ სინამდვილეში ამ მებატონეების პროტოტიპი არის ,,კაი ბიჭი" და ,,კანონიერი ქურდი", ამიტომ გვყავდა 140-მილიონიან რუსეთზე მეტი ,,კანონიერი ქურდი", არსებითად, მებატონეთა ზემოთ ჩამოთვლილი სამი ტიპიც ,,კანონიერი ქურდის" განშლაა, იმისთვის, რომ რელიგია, მეცნიერება და პოლიტიკა საკუთარი ეგოს სამსახურში ჩააყენო საჭიროა სრულად დაეუფლო მას, გახდე პროფესიონალი პოლიტიკოსი, სასულიერო ან სამეცნიერო ხარისხის მფლობელი, ამის შემდეგ თქვენ გებოძებათ უფლება თქვენი ეგოს სასარგებლოდ ,,კანონიერი" ქურდი გახდეთ ყველაფერ ამისა, რაც სინამდვილეში კაცობრიობის საკეთილდღეოდ დაწესებულა, ამიტომ თქვენი პოლიტიკური, სასულიერო და სამეცნიერო ხარისხები თქვენი პატივცემული სახელების წინ ღვთისათვის ისევე ჟღერენ, როგორც ,,კანონიერი" - ქურდის წინ.

თქვენი ბინძური ქალაქის ტაძრების მოოქრულ გუმბათებზე ღვთის სულის მტრედი დასაშვებ ადგილს ვერ პოულობს.

სულით ხორცამდე შერყვენით ყველაფერი რაც კი რამ ძვირფასი ჰქონდა შემორჩენილი ქართულ სახელმწიფოს.

მომავალ თაობას ტრადიციებით ამუნათებთ, მაგრამ წარსულის მიმართაც ისევე სცოდეთ, როგორც მომავლის, რადგან თქვენთვის, როგორც მედროვისთვის მხოლოდ აწმყო არსებობდა, წარსულსა და მომავალს კი პირადი გამორჩენის საჭიროებისამებრ წერდით."

წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (1353)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას