logo.png

 

George Tiginashvili

 

""აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი. მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი" (ბიბლია, ნაუმი 3,5).

კორონავირუსით დაავადებულთა დიდი ნაწილი საპატრიარქოს კისერზეა! ისინი, მათი ადეპტები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ ეს არის "ცრუ პანდემია", "არანაირი ვირუსი არ არსებობს", "ლიბერასტების ჯინაზე გადავავსებთ ტაძრებს ხალხით", "მასონები დასცინიან ხალხს და ნუ აყვებით შიშებს", "ხელისუფლება ეკლესიასთან დაპირისპირებისთვის აწესებს რეგულაციებს", "მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიები ანტიქრისტეს სატყუარას დაუწვნენ, ხოლო პატრიარქის პრინციპულობითა და ლოცვით ჩვენ გადავრჩით ეკლესიებში შეზღუდვებს" და ა.შ. სწორედ ამ ჯინიანობამ, ხალხის დაზომბირებამ, რელიგიურმა ფსიქოზმა და ფანატიკურმა რიტორიკამ მიგვიყვანა ამ კატასტროფულ შედეგამდე!

სად არის "ცოცხალი წმინდანი" და "გამოცხადებების ობიექტი" - ჩვენი "ბრძენი" პატრიარქი? რატომ აღარ წირავს ტაძარში ამ ბოლო დროს? ღვთისმშობლის წილხვდომელობის "კონტრაქტი" გაწყდა? აღარ გვიპირებს ჭაბუკის ნერწყვიანი ტალახით განკურნებას? ისევ სნოში ვაპირებთ მეორედ მომსვლელ მაცხოვართან "მისი უწმიდესობის" წინამძღვრობით შეგებებას?!

სად არის ისტეროიდი და მისტიკოსი დეკ. შალვა კეკელია? ვეღარ შიფრავს პატრიარქის სიზმრებს აპოლოგეტური უნარებით?

სად არის დეკ. საბა ჭიკაიძე? ისევ ბილ გეითსს აბრალებს ქართველების დეპოპულაციის მცდელობას? მეუფე სტეფანე და მეუფე ნიკოლოზი თვალში კარგად არ მოსდიოდათ მაიკროსოფთში ისევ?

"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" ექსტრემისტი მღვდლები, რომ ლამის სრული შემადგენლობით რეანიმაციაში არიან - ეს უკვე ვიცით!

მიმდინარე ვირუსის პირობებში, რომ კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტს მისივე სიბრიყვისა და ჯამბაზობის გამო, "დიდ სქემაში" საკუთარი ანტისეპტიკის სახელი მეუფე "ბექონდარა", რომ დაერქვა სახალხო აღკვეცით და ახლა, რომ კოვიდ19-ს ებრძვის - ეს ხომ ვიცით უკვე!

თეოლოგებს, რომ ხან სოროსელები გვეძახეთ, ხან ეკლესიის მტრები, ხან მოდერნისტები და ხან ლიბერასტები - მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთის გამოცდას, ფსევდოჰეროიზმსა და უგუნურ სიმამაცეს ვგმობდით და რეგულაციების დაცვასა თუ დროებითი შეზღუდვების დაწესებას ვითხოვდით... და ვინ აღმოჩნდა მართალი?!

გამოვიდეს ახლა მიტრ. იობი და მოგვიხადოს ბოდიში იმ ველური ცილისწამებისთვის, რასაც განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებს გვიწოდებდა კოვიდ19-ის კონტექსტში!

"ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ" (მოც. საქმ. 17,30)."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (1357)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას