"დღეს - 3473 შემთხვევა და 37 გარდაცვლილი.
100 000 მოწამის ხსენების დღეს პარაკლის აღარ ჩავატარებთო - განაცხადა საპატრიარქომ. საინტერესოა, ახლა აღარ კურნავს პატრიარქის "ხილვით" შექმნილი ტალახის ვაქცინა? ახლა აღარ აპირებს ჰეროიზმით აღტკინებული შალვა კეკელია "ქრისტესათვის თავდადებას"? ახლა აღარ აპირებენ პროპაგანდისტული ფილმის მეორე სერიის გადაღებას "პატრიარქის მეოხებით გადარჩენილებზე"? ახლა აღარ გვიცავს წილხვდომელობა?
უკვე არაერთი მღვდელმთავარი, უამრავი სამღვდელო პირი, ბერი, მონაზონი და სტიქაროსანი რომ დაინფიცირდა აღნიშნული კოვიდ 19-ით, მიხვდით და აღიარებთ, რომ თქვენც ბიოლოგიურ და ფიზიკურ კანონებს ექვემდებარებით, როგორც ადამიანები?
სად არის ახლა მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), რომელიც აცხადებდა რამდენიმე თვის წინ, რომ "კორონავირუსის არსებობა ცოტა საეჭვოა, მე ჯერ ერთი დაავადებული ადამიანიც კი არ მინახავს, თქვენ გინახავთ რეალურად ვინმე დაინფიცირებულიო?" - სად და დღეს თავად დაავადებული, ებრძვის ამ ვირუსს!
აი ეს იცის ღმერთის გამოცდამ, გაუნათლებლობამ, ფანატიზმმა, სიბნელემ, წარმართულმა სიბეცემ და ძალაუფლების სიხარბემ!
საპატრიარქომ ხალხი სასიკვდილოდ გაწირა, ოღონდ საკუთარი "გმირობა" დაედასტურებინა. იმედია აწი მაინც დაინახავს ხალხი ამ მავნებლების ანტიქრისტიანულ სულს და სახეს!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (1501)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას