"მეკითხებიან, რატომ არ ვაფიქსირებ ჩემს პოლიტიკურ პოზიციას...რომელიც ისედაც ყველამ კარგად იცის...აი, მე რისი თქმა მინდა, მეგობრებო...და მარტივად ვიტყვი...მაღალფარდოვნების გარეშე...არ დამძრახოთ და ჩემი აზრი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამის გარეშე...რაც ძალიან კარგად გაითვალისწინა დავით აღმაშენებელმა...პირველ რიგში მან ეკლესიას მიხედა და რატომ?..მოგეხსენებათ ქართველი ადამიანისთვის მართლმადიდებელ ეკლესიას დიდი ავტორიტეტი აქვს...ავტორიტეტი და მადლი აქვს თავად ინსტიტუტს, რომელიც ქრისტემ და მოციქულებმა დააარსეს და არა ვინმეს იქ მყოფთაგანს...ოღონდ საკითხავია, ამ ავტორიტეტს რა მიმართულებით იყენებენ ეკლესიის იერარქები?...არ აქვს მნიშვნელობა, მიშა იქნება გრიშა იქნება...თუკი ქვეყნის მმართველი პირი ეკლესიის დიდი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ელექტორატის მისაზიდად ეკლესიის იერარქებთან ვაჭრობას გააჩაღებს და „უსლუგა ზა უსლუგუს“ პრინციპით, ლაქუცს და მოქრთამვას დაუწყებს მათ, ამით ქვეყანას ვერაფერს არგებს. პირიქით, იმ ჩიხს კიდევ უფრო გააღრმავებს, რომელშიც უკვე ორი საუკუნეა ვიმყოფებით...საჭიროა ეკლესიის განწმენდა ...ეკლესიას დიდი მისია აკისრია და ის უნდა იყოს ავტორიტეტი ხალხისათვის იმ თვალსაზრისით, რომ ის უნდა აღზრდიდეს ერს და აძლევდეს ადამიანებს მაგალითს სამშობლოს სიყვარულისას, ზნეობრივი სიწმინდისა და სისპეტაკისას, მოუსყიდველობისას, თავისუფლების, სიმართლისა და სიკეთისთვის თავდადებისას, მოქალაქეობრივი აზროვნებისას, მტერთან არ შერიგებისა და უკომპრომისო ბრძოლისას, უბრალოებისას, ქველმოქმედებისას და ა. შ..„თევზი თავიდგან ყარდაო..“ როცა ეკლესია დაკომპლექტდება ასეთი (ანუ კეთილსინდისიერი) კადრებით, ჩვენ ვერაფერი მოგვერევა...გაიხსენეთ ეროვნული მოძრაობის დასაწყისი. რაც ყველაზე მეტად აძრწოლებდა რუსეთის სპეცსამსახურებს, ეს იყო ის, რომ ეკლესია ეროვნული მოძრაობის გვერდით არ დამდგარიყო.. და არც დადგა.. ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ...გახრწნილი ერი და ბერი...დაცემული და დაჩოქებული სამშობლო...ვერშემდგარი სახელმწიფო...დანგრეული და გაპარტახებული განათლების სისტემა და ეკონომიკა.. უამრავი გადახვეწილი ქართველი მონური სამუშაოს შესასრულებად.. მართალი და მამულის ჭეშმარიტი ჭირისუფლის მოკვდინების ცოდვას დღემდე ვერ ისყიდის ერი. თითქოს რაღაც ჯადო გვაქვს გაკეთებული...ასე რომ, ყველაფრის წამალი არის ეკლესიის განწმენდა ფულის და პრივილეგიების საშოვნელად ანაფორაამოცმული, ზნეობრივად გადაგვარებული, დავერბოვკებული, მედროვე და ფარისეველი, გაზულუქებული და გამაძღარი, მრევლის გამრყვნელი ვაისასულიერო პირებისგან... სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები შორს არიან ასეთი ცნობიერებისგან..არ აწყობთ უფრო სწორად ასეთი ხედვა...ამიტომაც ნებსით თუ უნებლიედ კოჭს უგორებენ პამპულა იერარქებს და არ არიან გულწრფელები..ამიტომაც ვერ აღწევენ სასურველ მიზანს _ საქართველოს ხსნას რუსეთის იმპერიის ბორკილებისაგან. რადგან დღევანდელი რეალობა ასეთია: ისევ კგბ მართავს ეკლესიასაც და სახელმწიფოსაც......ისმის კითხვა: როდემდე და სადამდე?"
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (1520)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას