"ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებმა, ერთ, მეტად საგულისხმო გარემოებაზე დამაფიქრა.
ნუთუ, მხოლოდ ნახევრადკონტროლირებადი ტერიტორიის "დაკარგვის" გამო ისჯება ფაშინიანი? სომხურმა საზოგადოებამ ისედაც ხომ იცოდა, რომ მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოს დომინანტი სახელმწიფოები ყარაბაღს მაინც აზერბაიჯანს აკუთვნებდნენ და დროებით გაყინული კონფლიქტის ლღვობაც, რომ იწყებოდა?! ისიც ხომ იცოდნენ, რომ დამოუკიდებლად არავითარი რესურსი არ ჰქონდათ აზერბაიჯანის - ბევრად უფრო ძლიერ არმიასთან და შეიარაღებულ ძალებთან?!.
და ასეთ დროს რას მოიმოქმედებდა ФСБ, რომელიც რაღაც ეტაბზე ნეიტრალური დამკვირვებლის როლში იყო? რა თქმა უნდა მან პროცესები მიუშვა, ფაშინიანს ყველანაირი რესურსი დაახარჯვინა, უაზარმაზარ ზარალში გახვია, იძულებით კაპიტულაციამდე დასცა, შემდეგ საკუთარი ხალხი მიუქსია და სამაგალითოდ გაწირა დამხობისათვის!
სამხედრო ავანტიურა რუსეთის ორგანული კაკანათია, სადაც სატყუარად - პატრიოტიზმის, სუვერენიტეტისა და მამულიშვილური ღირსების მარცვლები დევს. ტექნოლოგიურად მომზადებულ ФСБ-ს არაერთი სცენარი აქვს დასავლური ორიენტაციის ლიდერთა ასაყირავებლად ამიერკავკასიაში. ახლაც ამის მიხედვით მოიქცა: კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოტივზე წამოიკიდა ამბიციური ფაშინიანი და ჟარგონზე, რომ ვთქვათ "შეუსრულა" კიდეც!
იმთავითვე ცხადი იყო, რომ კრემლის მტარვალი მდგენელი არ აპატიებდა რეგიონში პროდასავლური და ლიბერალ-დემოკრატიული პოლიტიკის მშენებლობას არცერთ ლიდერს და ვისაც კი ამის ცდუნება ექნებოდა, იგი - ირიბი თუ პირდაპირი, ინსტრუმენტალიზებული თუ უშუალო სამხედრო აგრესიის მეშვეობით "ლეგიტიმურად" დაამხობდა "ტერიტორიების დაკარგვის" საფუძველზე გაკოტრებულ მთავრობას. თანაც, ამას ხალხის ხელით გააკეთებდა, თუმცა კი ინსპირატორი თავად იქნებოდა და ოფიციალურად ვერავინ იტყოდა, რომ რაიმე ისეთი მოხდა, რაც სამოქალაქო საზოგადოების ნებას არ წარმოადგენსო.
მთავარი და მეტად დამაფიქრებელი ასპექტი ამ მოვლენაში კი ის არის, რომ მომხარმა პროცესმა, პრაქტიკულად სრული ლუსტრაცია მოახდინა გეოპოლიტიკური ველისა და სახელდობრ ივანიშვილის ხელისუფლების საყრდენი პრინციპისაც კი. რა არის ეს პრინციპი? 1)გამოჩნდა, რომ გულწრფელად მედასავლეთე ლიდერებს პუტინი მალევე ამხობს და ქვეყნიდან აძევებს! 2)"ქართული ოცნება", რომ რუსული ძალა არ იყოს, იგი დიდი ხნის დამხობილი და დასჯილი იქნებოდა პროდასავლურობის გამო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ!
ანუ საყრდენი პრინციპი არის მონობა და სერვილიზმი რუსეთისადმი!
ამიტომ, შემთხვევითი არ არის ის, რომ აშშ-მ არც სამხედრო ხელშეკრულება დაგვიდო ბაზების განთავსებაზე, არც სავიზო რეჟიმი არ გაგვიუქმა, არც ანაკლიის პორტის ინვესტირება მოახდინა და არც ნატოში ინტეგრაცია დააჩქარა ჩვენთვის, არც თავისუფალი ვაჭრობის გზები გამოინახა და არც დაფინანსება გაგვიზარდა!
P.S. ფაშინიანის დამხობისა და ლამის ქვეყნიდან გაძევების კონტექსტში თვალნათლივ სჩანს საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობის როლი კრემლის კარზე!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (1447)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას