"ვგრძნობთ რომ ხედვებით დავშორდით ერთმანეთს და საუბრის გაბმაც გვეშინია. ისეთ მდგომარეობამდე მივიდა საზოგადოება, რომ ყოველი დიალოგი კონფლიქტით მთავრდება. მყარად საკუთარ თავშიც არ ვართ დარწმუნებული, თუმცა უმეტესად ვამტკიცებთ ჩვენთვის მისაღებ და კომფორტულ შეხედულებას(რაც არასწორია). ყველაფრისადმი ,,უგრძნობი” ადამიანი ითვლება უწყინარ და მშვიდ პიროვნებად, ხოლო ვინც აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებს დაუფარავად მას თვლიან ხისტად და თავხედად. მინდა ვთქვა, რომ ასეთმა ,,სითავხედემ” შვა ევროპული კულტურა და თავისუფლების მაღალი სტანდარტი. სიჩუმით ქვეყნის აღმშენებლობა კი არა, შეიძლება ოჯახში ვერ შეიტანო ლუკმაპური. ძნელია, სტრესულია, მაგრამ გადარჩენისთვის ერთადერთი გზა ეგ არის. ყოველთვის მართალი შეუძლებელია ვიყოთ ომის დროს, თუმცა როდესაც მოტივაცია ქვეყნის სიყვარულია მცირედი შეცდომებიც გვეპატიება.
უფალმა დაგვიცვას და გაგვაძლიეროს!"
წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
ნანახია: (1394)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას