"იესო ქრისტეს მოციქულები ეკითხებოდნენ: ვინ იქნება ჩვენს შორის პირველიო..ოღონდ აქ კი არაო, ამ ბრიყვულ წუთისოფელში, არამედ იქ, ზეციურ სასუფეველში...ქრისტეს ტაში არ დაუკრავს მოწაფეთათვის ამ ამბიციების ასე აშკარად გამოხატულების გამო, მაგრამ ღმერთი იყო და გაითვალისწინა ადამიანის ბუნების თვისება, ყველასგან გამორჩეული რომ უნდა იყოს, განსხვავებული...მან არ დაგმო მათი ეს პირველობის ვნება, მაგრამ მიუთითა გზა ამ პირველობის მისაღწევად: ვისაც უნდა თქვენს შორის პირველობა, იყოს ყველაზე უკანასკნელი (ყველას მსახური)...ხოლო ვის უნდა რომ იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური?..აქეთ ცდილობს ყველა, სხვები მოიმსახუროს და თვითონ გაფაშფაშდეს...თუ შენ ეგეთი უუნარო ხარ და არ შეგიძლია სხვას ემსახურო რაიმეთი, იმდენი მაინც შესძელი, რომ სხვათა მიერ მომსახურეობა არ მოინდომო...შენ თავს შენვე მაინც მოუარე (ემსახურე)...და სხვას ტვირთად ნუღარ დააწვები...ეს იგულისხმა იესომ.. ხოლო, წარმოიდგინეთ, ამ მოწაფეებს რომ ეკითხათ, ამ ცხოვრებაში ვინ ვიქნებით პირველნიო და აღზევება მოესურვებინათ, თბილ სავარძლებში წამოსკუპება, სხვათა თავებზე წამოჯდომა, ფეშენერებულ და კომფორტულ აგარაკებზე და ძვირადღირებულ კურორტებზე გრიალი, სუფრის თავში ანდა კიდევ გაბზრიალებულ ჯიპებში წამოჯდომა...რას ეტყოდა მათ ქრისტე?..ან რა უნდა ეთქვა?..ჯერ კიდევ დავით მეფსალმუნე ამბობდა: „ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ჩვენისათა ვხადოდით“ ახლა ეტლები და ჰუნები აღარაა მოდაში.. მაგრამ არსი იგივეა.. ნუთუ დღევანდელ „სულის კაცებს“ და მათ მრევლს ჰგონიათ, რომ მარხვებში ასატრინას მწვადებით, ლამაზი და კოხტა ძოწეულებითა და ბისონებით, რბილი და თბილი სავარძლებით, ადრე ეტლებით, ახლა კი უზარმაზარი ჯიპებით, ასევე ლამაზად, კოხტად და რბილად შევსრიალდებით ცათა სასუფეველში?"
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (1314)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას