logo.png

 

Giorgi Geguchadze

 

"დეკანოზ ბასილ ჟორჟიკაშვილის შესახებ (აი ის, აქციის მონაწილეებს რომ ,,ეკაჩავებოდა") მომწერა ერთმა ადამიანმა, რომელიც მისი მრევლის ყოფილი წევრია. მასივე ნებით ვაქვეყნებ ტექსტს: ,,ლაგოდეხში დაჩა აიშენა სამსართულიანი და იქედან რომ მოდიოდა თავისი უზარმაზარი ჯიპით, 13 წლის გოგონას დაეჯახა მანქანით. თავისი ბრალი იყო. წესები დაარღვია. ის ბავშვი მერე ვერ ლაპარაკობდა და ვერ გადაადგილდებოდა. ამას დაჰყავდა ექიმებთან, მრევლი კი ადიდებდა, რა კეთილი მამაოა, როგორ პატრონობსო, ვითომ თავად არ დაჯახებოდა და არ დაენგრია ცხოვრება იმ ბავშვისთვის. ძუნწობდა მამაო, არ უმკურნალა ისე, როგორც საჭირო იყო.

მაგის მერე არათუ განკვეთეს, არამედ პატრიარქმა დაიბარა და მიტრით დააჯილდოვა.. მრევლმა დაიწუნა ეს მიტრა, ღარიბულიაო და ფულს აგროვებდნენ 5000 ლარიანი მიტრის საყიდლად. სულ აგროვებდნენ ფულს, ხან ფოფოდიას დაბადების დღე იყო და ხან - რა. 5000 ლარი მიტრისთვის არ დაენანათ და იმ ბავშვის სამკურნალოდ - კი.

მრევლში სულ ანტიზვიადისტები და ანტიმიშისტები ჰყავდა და ჰყავს.

ამ ვიდეოშიც იმიტომ ,,კაჩაობს", რომ თავის მრევლს დაუმტკიცოს, რა მაგარი მამაო ჰყავთ.

სასოფლოს წინ რომ ეკლესიაა, იქ მსახურობს ახლა.. გამოცდები რომ იყო ხოლმე, უამრვი ხალხი იდგა სასოფლოს ტერიტორიაზე. მერიაში ჩააწყო და ხაჭაპურებისა და ნაყინების გამყიდველები იმ ტერიტოიას მოაშორა. თვითონ ჩადგა დახლები და გამოცდაზე გასული აბიტურიენტების გულშემატკივრებზე ყიდდა ამ გამაგრილებელ წყლებს, ნაყინებს, ხაჭაპურებს. თან პარაკლისებს ატარებდა გონების გამხსნელს გამოცდაზე შესულთათვის. სანთელიც თავისი იყო და ერთ კვირაში იმდენ ფულს შოულობდა, ერთ ბინას იყიდიდა ვაკეში".

აი, ასეთ მღვდლებზე დგას კათოლიკოს ილიას ძალაუფლებაც, ყველარომ გამოჭერილი ჰყავს რაღაცით.

ეს მღვდელი, თავისთავად ცხადია, ყოველთვის ილიას ქება-დიდებაში იქნება, რკმ ნაცვლად დასჯისა, დააჯილდოვა."

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (1354)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას