"1991 წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული მოსახლეობის 98 %-ის მიერ, რამდენიმე თვეში კი მის წინააღმდეგ სამხედრო ბრძოლა დაიწყო, ხოლო 1992 წლის 6 იანვარს იგი საქართველოდან წავიდა.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, გამსახურდიას წინააღმდეგ ერთ-ერთი დაუნდობელი მებრძოლი იყო ილია მეორე, კათოლიკოს-პატრიარქად რომ მუშაობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, აი, ის. 7 იანვრის შობის მსახურება უზარმაზარი სადღესასწაულო ტრაპეზით დაგვირგვინდა საპატრიარქოში, ოღონდ სიხარული ეშმაკის (ასე უწოდებდნენ გამსახურდიას განდევნის გამო იყო გამოწვეული და არა ქრისტეს შობის.
მან ქაშუეთის ტაძარში იარაღის შეტანა ბრძანა, საიდანაც პარლამენტის შენობაში გამაგრებულ გამსახურდიას და მის მომხრეებს ესროდნენ. დიახ, ილია შიოლაშვილმა გააკეთა ეს.
მხედრიონის გულშემატკივარმა და პატრიარქად წოდებულმა საქართველოში სულაძაღლებული შევარდნაძე ჩამოიყვანა, მისი საპატიო ნათლიაც გახდა და ლოცვა-კურთხევა მისცა, პრეზიდენტად ემუშავა და დაგვისვა კიდეც.
2003 წელს კი მან დაივიწყა ნათლული და არ მივიდა მის მიერ მოწვეულ პარლამენტის სხდომაზე, რადგან გაიძვერა ილიამ შეამჩნია, რომ გამარჯვების თასს ხელში ოპოზიცია ,ვარდების რევოლუციის მოძრაობა აიღებდა. ამ ნაბიჯით მან დაასამარა შევარდნაძის ხელისუფლება.
ნაც.მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში უნაძირლეს და უგარყვნილეს ილიას ერთხელაც კი არ გამოუთქვამს პრეტენზია მათი მისამართით, თუმცა 2012 წლის მოვლენების დროს, ალღოთი იგრძნო ,,ქართული ოცნების" უპირატესობა და მთელი ეკლესია მისი მხარდამჭერი გახადა და ზურგი აქცია იმ ხელისუფლებას, რომლის მმართველობის პერიოდშიც ასე გაზულუქდნენ უწმინდური მამები.
თითოეულ შემთხვევაში მან ვადაზე ადრე, არხევნებამდე გამოხატა თავისი პოზიცია.
ახლა კი, ლამის 2 კვირა გავიდა არჩევნებიდან და პატრიარქად მომუშავე უწმინდური დუმს. დუმს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, ამჯერად ვერ ხვდება მისი პოლიტიკური ალღო, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ქართული ოცნება თუ ოპოზიცია. ამიტომ არც მწვადს წვავს და არც შამფურს. ამ დუმილით შემდეგ ორივესთან მისასვლელი პირი ექნება.
საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს, როგორც ქვეყნის, ისე -ეკლესიის, უპირველესი და უსასტიკესი მტერი არის ილია შიოლაშვილი. სწორედ საპატრიარქოა გასაწმენდი, ყველა გამოსაყრელი პატრიარქად წოდებულის დაწყებით, მთლიანად დასანგრევი მოძალადეების, პედოფილების, მამათმავლების, მრუშების... სისტემა და ამ ნანგრევბზე ახალი, სახარებაზე დაფუძნებული ქრისტიანობის დაშენებაა აუცილებელი.
სანამ ილია მეორე ხელისუფლებაშია, მანამდე არ უწერია სიმშვიდე და მოსვენება ჩვენს ქვეყანას, არც ერს და არც ბერს.
ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული მკვლელობაც მას შემდეგ გაიხსნება, რაც ეს ნაძირალა პოლიტარქი აღარ იქნება. ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ამ საქმის გამოძიება, რადგან პირადად ილია მეორის ინტერესები იკვეთება აქ და არავის შესწევს იმისი ძალა, რომ კგბ-ს გამოზრდილს დაუპირისპირდეს."
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
ნანახია: (1484)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას