"ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს და მიხვდეს, რომ საზოგადოება ბევრად უფრო თავისუფლებისმოყვარე, მომთხოვნი, პოლიტიკური კულტურითა და სამოქალაქო მსოფლშეგნებით განვითარებული და პროგრესულია, ვიდრე ეს იყო 10-15 წლის წინ!
ვერავითარი აგიტაცია-პროპაგანდა, ვერც ტელე "იმედის" პარალელური სამყაროს ტირაჟირება, ვერც ფულზე გაყიდული ე.წ. ექსპერტების "ობიექტური დასკვნები" და ვერც "სისხლიანი 9 წლის" ყავლგასული ძახილი ვერ გააბათილებს იმ სისტემურ მარცხსა და ჩიხურ კრიზისს, რომელსაც დღეს "ქართული ოცნების" უნიათო და ჭირვეული ხელისუფლება განიცდის.
ორჯერ ხომ იყავით მთავრობაში - ორჯერვე ვერ ივარგეთ! ჰოდა საკმარისია!.. ახლა, კეთილი ინებეთ და დაჯექით დიალოგის მაგიდასთან, წადით დათმობაზე ოპოზიციასთან და შეეგუეთ ხალხის ნებას... ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრეთ ეს სიძულვილის, ბოღმისა და უპასუხისმგებლობის უფსკრული!
მე პირადად არ მსურს რევოლუცია და ანტიკონსტიტუციური გზით ამა თუ იმ ხელისუფლების დამხობა!
ვემხრობი არაიმპულსურ, საქმეზე ორიენტირებულ საღ აზრს!
ამ არჩევნებში ხმა მივეცი ოპოზიციას!
ამასთან, ოპოზიციის ლიდერებს მინდა მივმართო: პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, მაქვს თუ არა უფლება - ვიცოდე და მაინტერესებდეს კონკრეტული გეგმა და კანონიერი პერსპექტივა საპროტესტო მოძრაობისა?!
ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც უსამართლობას, ძალმომრეობას, რუსიფიკაციასა და უზნეობას აპროტესტებენ! ამიტომ მეც ამ აქციის წევრად ვთვლი თავს, მიუხედავად იმისა, ყოველდღე ვახერხებ თუ ვერა იქ დგომას!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (1066)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას