"მე როგორც რეზერვის რიგით ოფიცერს მოწოდებასთან საჯარო მოხელეებმა დატოვონ სამსახურები გამაჩნია ჩემი აზრი რაც შეიძლება ზოგს არ მოეწონოს.
15 წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას სხვადასხვა ძალოვან სისტემაში.ამ დროის განმავლობაში გავიცანი ბევრი პატრიოტი,უშიშარი რიგითი და ოფიცერი. თუ რამე ნათელი წერტილები დარჩა ბიძინის მიერ გაფარჩაკებულ პოლიციაში ამ ღირსეული ხალხის დამსახურებაა. მე მოგიწოდებთ თქვენ ვინც გულით განიცდით მიმდინარე მოვლენებს,თანაუგრძნობთ სამართლიან პროტესტანტებს დარჩით სამსახურებში მაგრამ იყავით ხალხის სამსახურში, იყავით ხალხის მხარეს
ჩვენ ყველამ ერთად, ისევ ერთად ჩვენი მცირე წვლილი სანამ პირში სული გვიდგას უნდა შევიტანოთ ქვეყნის გაძლიერებაში.
მუდამ ფარავდეს წმინდა გიორგი ყველა ღირსეულ ქართველს."
წერს ზაზა კვარაცხელია.
ნანახია: (961)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას