logo.png

 

Gizy Amirejibi

 

"ერთი რაღაცის ახსნა მინდა მათთვის, ვინც მგონია, რომ ჩაიციკლა და საღად აზროვნება შეწყვიტა. ნაც-ქოცების დიქოტომიას ეხება ეს. ვინც მიცნობს, კარგად იცის რამდენად მიუღებელი იყო ჩემთვის ნაცობა, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და გაცილებით უფრო მეტჯერ ამომიღია ხმა მათ წინააღმდეგ, ვიდრე ბევრ დღევანდელ ხელისუფალს რომელიც საერთოდ რადარებზე არ იძებნებოდა და ფბ-სტატუსებსაც კი ფილტრავდა. სწორედ ამას ვერ იგებთ და უბრალოდ, დღევანდელ მოცემულობას ავხსნი:

მთელი ნაციონალური მოძრაობა და მისი უკლებლივ ყველა ლიდერი, რეალურად გაემიჯნა სააკაშვილს და ჩამოაყალიბა ახალი პარტია, რომელსაც საშუალოდ 7-8-9% უჭერს მხარს.

მიხეილ სააკაშვილმა შემოიკრიბა, თითქმის ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც მანამდე ან დაიჭირა, ან რუსეთის აგენტად ყავდა შერაცხული. ეს ადამიანები გაცილებით უფრო ანტინაცები იყვნენ ვიდრე დღეს მთლიანი საქოცეთი ერთად აღებული.

გვყავდა ასეთი პრემიერმინისტრი, გვარად ბახტაძე, რომელიც ნაცმოძრაობის მართველობის პერიოდში, ბიზნესმენი იყო და ათიათასობით ლარს სწირავდა ნაცმოძს, 2012 წლის ჩათვლით.

იყო ერთი პოლიტიკური მკვლელობის საქმე, თუ გახსოვთ გირგვლიანი ერქვა ქეისს, რომლის დამნაშავე და გამყალბებელ მოსამართლეს, ამ მთავრობამ მთლიანი სასამართლო სისტემა ჩააბარა. ხოლო ამ ოჯახის დამცველი ადვოკატი, რომელმაც სტრასბურგი მოიგო, დღეს ოპოზიციაშია.

ასევე ხელისუფლების ფლანგზე გადმოვიდნენ "ადეიშვილის ბიჭები" ზარდიაშვილი და მის უკან მდგომი ხალხი.

2012 წელსვე პარტია შეიცვალა და ბიძინასთან დაპორტირდა თითქმის ყველა მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანის ჩათვლით, რომელებიც ათი წლის მანძილზე სააკაშვილს აბსოლუტურად ყველაფერს უპრავებდნენ პარლამენტში.

ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წელს ჩაანაცვლა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, ან ოპოზიციაშია ან პოლიტიკიდან წავიდა. (ალასანია, რესპები, ფორუმი, მარგველა, ბესელია ect. მართლა ბევრია, ჩამოთვლა მეზარება)

ხელისუფლებაში უმთავრეს პოზიციებზე გვევლინებიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში 10 წუთი არ ყოფილან არც ოპოზიციაში და საერთოიდ არც პოლიტიკაში. კობახიძე/მდინარაძე.

მედია და კონკრეტული ჟურნალისტები, რომლებსაც სააკაშვილი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიდა, დღეს ამ ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

წინა მთავრობის ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე პირთა 99% არ გათავისუფლებულა, არ დასჯილა და არც გადამზადებულა.

მოსამართლეები არ გამოცვლილა.

ეს სტატუსი არ ემსახურება იმის ახსნას, თუ რა ცუდია ეს ხელისუფლება, ან რა ცუდი იყო წინა. უბრალოდ იმას ვხსნი, რომ აბსოლუტურად დარღვეულია წყალგამყოფი წინა მთავრობასა და დღევანდელს შორის. არ არსებობს ორი მხარე, აღარ არსებობენ ნაცები და ქოცები, არსებობს ერთი, ამორფული, იდეოლოგიას მოკლებული, თავხედი, არაპროფესიონალი, კორუმპირებული ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები გააყალბა და მორჩა.

უფროსი თაობის ტიპები, ცოტა რომ დაიღალენ, რამის შეცვლის ენთუზიაზმი რომ აღარ აქვთ როგორც ადრე და ჭაობზე რომ ხელი მოაწერეს, მაგას უკვე მივხვდი, ეგ ასაკობრივია. მაგრამ, ბიჭო ჩემხელა ტიპები რომ გამოდიხართ და უპრიმიტიულეს პროპაგანდისტულ მესიჯებზე დაყრდნობით ქოც-ნაცობის დიქოტომიაზე რომ ლაპარაკობთ და „იიიი ნაცებთან დგახარ?“ არ გიტყდებათ მაინც? უკან მიმოიხედეთ ერთი, ვინ გიდგათ? თავად ხომ არ გჭირთ ის, რასაც სხვას აბრალებთ?

ამდენს მაინც არავინ წაიკითხავს, ეგდოს მემორის მაინც ამომიგდებს წლების მერე, კიდევ ერთხელ, რომ შეტრიალდება სიტუაცია. საკუთარ თავს მაინც შევახსენებ რომ ამ ხალხს არასდროს არ დავემსგავსო რაც არ უნდა დავიღალო და თბილად ჩაჯდომა მომინდეს ასაკთან ერთად."

წერს გიზი ამირეჯიბი.

ნანახია: (1019)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას