Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე
"სრულიად ლოგიკურად შევედით მმართველობის ჩიხში.
ამ უბედურებაში მარტონი არ ვართ. მოსკოვის გავლენის სფეროებში ძალაუფლების ლეგიტიმაციის სერიოზული კრიზისები შეიქმნა.
ბელარუსის შემდეგ დადგა ჩვენი ჯერიც.
ჯერ ყველამ უნდა ვაღიაროთ რომ ქვეყანას უშუალოდ მართავს მოსკოვი ქართულგვაროვანი მმართველების ხელით.
მეთოდები რასაც ხელისუფლება იყენებს არის პირდაპირ კალკირებული მოსკოვის მართვის სისტემიდან და ეს ნიშნავს იმას რომ არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს რომ ხელისუფლება რამენაირ დათმობაზე წავა.
ანუ დავიმახსოვროთ რომ დათმობები გამორიცხულია.
ძალაუფლება გამაგრებულია ციხე სიმაგრესავით და ყველა ის აღშფოთება რომ დემოკრატიული უფლებები უნდა გვქონდეს არის სრული ილუზია.
არ დათმობს მოსკოვი არაფერს და არ მისცემს უფლებას თავის მონებს რამე რომ დათმონ.
აქედან გამომდინარე:
არ იქნება არანაირი მოლაპარაკებები.
გამოსავალი არის პარალელური რეალობის შექმნა.
ანუ ორხელისუფლებიანობა.
დაახლოვებით ისეთივე როგორც იყო მრგვალი მაგიდა საბჭოთა კავშირის დროს.
9 აპრილის მერე ქვეყანაში გვქონდა ორხელისუფლებიანობა, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდა არჩევნებით და დამოუკიდებლობის გამოცხადებით.
ამჯერად სიტუაცია მარტივიც არის და რთულიც.
მარტივი იმით რომ სსრკ აღარ არის და თავისუფალი მსოფლიო მხარს გვიჭირს.
რთული კი იმით რომ სსრკ-ს მაგვარად მოსკოვი არჩევნების უფლებას არ მოგვცემს. არადა სწორედ მაშინ ჩატარდა ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩვენს ისტორიაში.
სწორედ ამიტომ ოპოზიციას მოვუწოდებ.
არავითარი აზრი არ აქვს ტოქსიკური ხელისუფლების სტრუქტურებთან მიტინგების გამართვას და პროტესტანტების ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხის შექმნას.
უნდა შეიქმნას პარალელური მართვის სისტემა.
ეროვნული ხსნის კომიტეტი.
რომლის ამოცანა იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და რაც ბევრად მთავარია მომხრეების მოზიდვაზე მუშაობა.
პროტესტი მხოლოდ რუსთაველზე უკვე არ მუშაობს.
პირიქით, კარგად აქვთ შესწავლილი და კონცენტრირებული და ორგანიზებული ხვდება ხელისუფლება
ამიტომ ხელისუფლების მონოლითურობა დაირღვევა როდესაც ფრონტი გაიშლება და პროტესტები იქნება ერთდროულად ყველგან.
ასე ხელისუფლებას უბრალოდ რესურსიც არ ეყოფა.
ასე რომ დაზოგეთ ფული,
ნუ ჩამოგყავთ რეგიონებიდან ხალხი...
რეგიონებში, ქალაქებში, სოფლებში ერთდროულად, ერთსა და იმავე დროს უნდა შედგეს ეროვნული დაუმორჩილებლობის პროტესტი.
ეჭვი არ შეგეპაროთ ამ ბრძოლასაც მოიგებს ქართველი ხალხი, ოღონდ ხალხს დაუდექით გვერდით ლიდერებო.
P.S. მშვიდად აუღელვებლად, ყოველგვარი დაძაბულობისა და კივილ წივილის გარეშე, ცივილიზებული მასობრივი, მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის საყოველთაო პროტესტი ერთდროულად ყველგან.."
წერს თეიმურაზ ზაქრაძე.
ნანახია: (942)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას