"ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, თქვენ ქვეყნის და ადამიანების დასაცავად დაგიქირავათ საზოგადოებათ. მათ შორის იმ ადამიანებმაც ვისაც პანდემიის პიკზე, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით დევნით...
სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში. საქართველოში, უკვე არც ერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება.
ვერ იცხოვრებთ ამ ცოდვით, ვერ გაუსწორებთ თვალებს თქვენს შვილებს!!!
ეხლა, მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული, დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლაა!
გთხოვთ, ნუ მოკლავთ ადამიანებს!!!"
მიმართვას ავრცელებს ნანა გეგეჭკორი.
ნანახია: (1017)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას