"იმ პირობებში როცა ჰოსპიტალურ სექტორს ერთი პაციენტის მიღების საშუალებაც არ აქვს, როცა სასწრაფოში დარეკვას 4 საათი უნდება პაციენტი, როცა ოჯახის ექიმის ზარს დღეები ელოდება, ხალხს რომ ქუჩის პროტესტის გარდა სხვა გზას არ უტოვებ, სახლში წასვლის დროა ნამდვილად...
პანდემიის მართვის საუკეთესო გზა ეხლა ამ ხალხის დამშვიდებაში და მათთვის ხმის უფლების დაბრუნებაშია.
პროცესებზე პასუხისმგებლობა ყოველთვის ეკისრება მას ვისაც მართვის ბერკეტები უპყრია ხელთ. ჯერჯერობით საქართველოს მთავრობა მართავს.
შეიცოდეთ ბატონებო ხალხი... ვერ მოუვლით ამდენ ინფიცირებულს... ვერ გაუძლებს ამას ვერანაირი ჯანდაცვა...
P.S. ქალბატონო თამარ ჟვანია, არ მიმიწვდება ხმა თქვენამდე რომ პირადად გკითხოთ... ამდენი ადამიანის ცოდვააკიდებული როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას? ვინც ამ თავყრილობებზე დაინფიცირდება, სისტემა ვერ მოუვლის და ვერ გადარჩება, მათ უბედურებაში უდიდესი წვლილი თქვენი რომ იქნება გესმით იმედია. სასიკვდილო რისკისთვის ამდენი ადამიანის გაწირვა რად უნდა გიღირდეს ადამიანს "
წერს ნანა გეგეჭკორი.
ნანახია: (1725)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას