logo.png

 

Bimurza Dadeshqeliani

 

მიმართვა

ქართველ ხალხს

-დღეს ქართულ სახელმწიფოს არსებობას უდიდესი საფრთხე კვლავ ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ემუქრება ,არაა გამორიცხული ქართულმა სახელმწიფომ ისევე ,როგორც 1921 წელს დამოუკიდებლობა დაკარგოს. შეგახსენებთ , რომ რუსეთის იმპერიის ლიდერმა არაორაზროვნად განაცხადა , რომ მისი სურვილია ქართული სახელმწიფოს ნაცვლად იხილოს თბილისის გუბერნია რუსეთის შემადგენლობაში.

-შეგახსენებთ, რომ რუსეთმა :

1. 1921 წელს მოახდინა საქართველოს ოკუპაცია-ანექსია;

2.1924 წელს საყოველთა აჯანყება სისხლში ჩაახშო ;

3.1956 წლის 9 მარტს დახვრიტა მშვიდობიანი მანიფესტაციები , დაიღუპა ასეულობით ადამიანი ;

4.1978 წლის 14 აპრილს შეეცადა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმებას;

5.1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მანიფესტაცია სასტიკად დაარბია , დახოცა 21 და მოწამლა ათასობით ადამიანი;

6.1991 წლის ნოემბერში - რუსეთის პრეზიდენტის - ბ. ელცინის ადმინისტრაციაში სპეციალური საიდუმლო კომიტეტის შეიქმნა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაციის მიზნით (ხელმძღვანელი: სახელმწიფო მდივანი გ. ბურბულისი; წყარო - გ. ბურბულისის 1995 წლის ოფიციალური აღიარება),რის შედეგად მოხდა პუტჩი , დაამხო ეროვნული ხელისუფლება ;

7.1992 -93 წწ. მოახდინა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია ;

8.1993 წლის ბოლოს შავი ზღვის საზღვაო ფლოტის (ადმირალი ბალტინი) აფხაზეთის შემდეგ მოახდინა სამეგრელოს ოკუპაცია , რასაც მოყვა ეროვნულ გმირ , პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაცია ;

9. 2008 წელს რუსეთის სამხედრო ძალების ექსპანსიის შედეგად უკუპირებული იქნა დალის სვანეთი , ქსნის ხეობა, გორის,ხაშურის , კასპის ტერიტორიები.. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია;

10. 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უხეში ჩარევის შედეგად საქართველოში გამოიწვია მწვავე პოლიტიკური კრიზისი ,რომლის მიზანია ქართული სახელმწიფოს გაუქმება და მისი თბილისის გუბერნიის სტატუსით რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გაფორმება .

-ქართული სახელმწიფო პოლიტიკურ,ეკონომიკურ ,მორალურ -სულიერ კრიზისშია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია ,მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია,ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ი ოკუპირებულია,, სახელმწიფო სტრუქტურების 1992 წლიდან წარმოშობის არალეგიტიმურობას დაემატა მათი უკანანონო საქმიანობიდან გამომდინარე მოსახლეობის მხრიდან უნდობლობა, ქვეყანა მოიცვა საპროტესტო გამოსვლებმა , ასიათასამდე ადამიანი ტოვებს ყოველწლიურად ქვეყანას ,ამას ემატება რუსეთიდან ,ირანიდან , ჩინეთიდან.. უკანონო ჩამოსახლებები , სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას და ქართველი ერის არსებობა რამოდენიმე ათწლეულში შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ..

-სახელმწიფოს ფორმალური მმართველობა არაფორმალურმა ჩაანაცვლა, სახელისუფლო სტრუქტურების მუშაობა არადამაკმაყოფილებელია,არჩევნები ფიქციად იქცა და არნახული დარღვევებით ტარდება,რომელსაც არავითარი კავშირი სამართლიანობასთან , დემოკრატიასთან არა აქვს, სკოლებში სწავლა მოშლილია ,ნარკომანიამ არასრულწლოვანებშიც მოიკიდა ფეხი ,კრიმინალი წახალისებულია , ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის საგარეო უწყებები ,პრეზიდენტის ინსტიტუტი არ მუშაობს,პირიქით, მაღალი თანამდებობების პირების მიერ გაისმის აზრი ოსებისა და აფხაზების მიმართ ქართველთა "დანაშაულის" შესახებ, საქართველო გამოყავთ რუსეთთან ომის წამომწყებად ,დამნაშავედ.

-ვაცხადებ ,რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის “არჩევნები” შორს იყო სამართლიანობისაგან, დემოკრატიისაგან,შესაბამისა სახეზეა შედეგების არალეგიტიმურობა ...

-ამჟამად ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის მომპოვებელი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო , რომელმაც უნდა დანიშნოს პარლამენტის არჩევნები და საარჩევნო კომისია უნდა დაკომპლექტდეს პარიტეტის პრინციპით ,როგორც ეს იყო 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში და ეროვნული ხელისუფლების არსებობის დროს .

-ქართულ სახელმწიფოს არსებობას უდიდესი საფრთხე კვლავ ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ემუქრება ,არაა გამორიცხული ქართულმა სახელმწიფომ ისევე ,როგორც 1921 წელს დამოუკიდებლობა დაკარგოს.

შეგახსენებთ , რომ რუსეთის იმპერიის ლიდერმა არაორაზროვნად განაცხადა , რომ მისი სურვილია ქართული სახელმწიფოს ნაცვლად იხილოს თბილისის გუბერნია რუსეთის შემადგენლობაში ..

-მიგვაჩნია ,რომ გამოსავალი ერის კონსოლიდაციაა ,პარტიკულარიზმის სენის დაძლევა, "...ყველა ქართველისთვის

უნდა არსებობდეს ერთი პარტია-საქართველო".

საქართველოში მიმდინარე ჯგუფური ,ვიწრო პარტიული დაპირისპირებები ვიწრო ჯგუფური ინტერესები ,პარტიკულარიზმი ანგრევს ქვეყანას..

მთელი ეროვნული ენერგია ჯგუფურ დაპირისპირებაზე იხარჯება,ურთიერთმტრობა , ჯგუფ-ჯგუფად ერთმანეთთან დაპირისპირება ,მტრის ანუ რუსული პროექტია..

-დღეს აუცილებელი მოსახლეობის გააქტიურება ,არჩევნებში პასიური მდგომარეობაში მყოფი თითქმის ნახევარი ამომრჩეველის საზოგადოებრივ აქტივობაში ჩართვა ,ამ გზით დემოკრატიის ხარისხის ამაღლება.

-..როდესაც ქართულ სახელმწიფოს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა , პასიური ამომრჩეველი საარჩევნო ურნებთან ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი ამჟამად მზად არის დემოკრატიის დასაცავად...

-პროტესტანტ ოპოზიციურ სპექტრს ამჟამად დიდი უპირატესობა აქვს ე.წ. ხელისუფლებასთან შედარებით რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს და პრორუსული “ხელისუფლება”მალე გაფორმდება ლუკაშენკოსებრ წარმონაქმნად,ხოლო თუ ძალას გამოიყენებენ, მით უარესი მათთვის.

-ჩვენი აზრით აუცილებელია ერის კონსოლდაციისთვის საყოველთაო კონსენსუსის გამოყენება , მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად 1991 წლის 31 მარტის საფუძველზე 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის სამართალმემკვიდროების გამოყენებით საშინაო და საგარეო პრობლემების გადაწყვეტა, დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრაციის პროცესების დაჩქარება, ხელისუფლების სხვადსხვა შტოების მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი კონტიგენტით დაკომპლექტება .

-აუცილებელია ერთადერთმა ლეგიტიმურმა ხელისუფლების -საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ საპარლემენტო არჩევნების დანიშვნით , პარიტეტის პრინციპით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ...

-კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ საყოველთაო კონსოლდაციისკენ , ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის უკომპრომისო ბრძოლისაკენ ..

ღმერთი იყოს ჩვენ მფარველი საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლაში ..

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დეპუტატი, აკადემიური დოქტორი ბიმურზა დადეშქელიანი

02.11.2020

ნანახია: (1420)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას