logo.png

 

მღვდელმონაზონი ანდრია

 

"ზუსტი ზღვარია გავლებული ღმერთის გამოცდასა და ნდობას შორის. პანდემიის პირობებში კი ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. ღმერთის გამოცდა ნიშნავს საკუთარი თავი საფრთხის წინაშე დავაყენოთ. თუ დაუფიქრებლად ვმართავთ მანქანას და ვფიქრობთ, რომ მაინც ღმერთი გვიცავს უბედური შემთხვევისგან, ეს უგუნურებაა. თუ ფულს ვხარჯავთ დაზოგვაზე ფიქრის გარეშე, ესეც შეცდომაა. და თუ თავს დავაყენებთ ისეთ სიტუაციაში, სადაც სავარაუდოა რომ COVID ინფექცია შეგვხვდეს, ეს არ იქნება ღვთის ნება. მიუხედავად იმისა რომ ღმერთი გვიცავს, მაშინაც კი როდესაც სისულელეებს ჩავდივართ, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ იგი ამას მომავალშიც აგვარიდებს. სიფრთხილე საჭიროა. იესო ქრისტემ იცოდა განსხვავება და უარი თქვა ტაძრიდან გადმოხტომაზე, პურის ქვად ქცევაზე და ა.შ. მეორეს მხრივ, უფლის მინდობა არ არის შიშზე დამყარებული ცხოვრება. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღმერთი არ დაგვპირებია ტკივილის არარსებობას და სიამოვნებით ცხოვრებას. მაგრამ სად არის ზღვარი ნდობასა და გამოცდას შორის? როდესაც რეალურ სამყაროში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, საიდან ვიცით რომელია გამოცდა ნდობის წინააღმდეგ? რა მოხდება თუ არასწორად გავიგე ან მესმოდა ქრისტიანული სწავლება? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტკივილით აღსავსე ცხოვრებაში. ჩვენ ვსწავლობთ და ვიღებთ გადაწყვეტილებების მიღებას და შედეგებზე დაკვირვებას. ჩემი პირველი რეაქცია დღევანდელ მოვლენებზე არის ჩემი გადაწყვეტილებების გადაფასება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გადაწყვეტილება ღვთის მოქმედებებს სწორად შეაფასებდა. ალბათ ვცდებოდი. თუ გადაწყვეტთ, რომ იყოთ დაუმორჩილებელი და მიენდოთ მხოლოდ საკუთარ ინსტიქტებს იმ იმედით, რომ არაფერი დაგემართებათ და ნიღაბი COVID ინფექციისგან მაინც ვერ დაგიცავთ, ამ შემთხვევაში ღმერთს გამოსცდით. ის უნდა ვატაროთ, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. დიახ, ღმერთი ყველაფერს ,,აკონტროლებს'', მაგრამ ჩვენს სიბრიყვეზე პასუხს არ აგებს. იესო ერთხელ გავაკარით ჯვარზე და სრულიად საკმარისია. ჩვენი ჯერია, რომ დავიცვათ კანონები, მაგრამ ასევე სიცოცხლის ფასად მოვითხოვოთ სამართალი. არჩევანი ადამიანს ამქვეყნად ეძლევა და შესაბამისად მანვე უნდა გადაწყვიტოს რამდენად წავა რისკზე მომავალი კეთილდღეობისთვის. ატარე ნიღაბი, მაგრამ გააპროტესტე ცხოვრებისეული უსამართლობა!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (1464)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას