logo.png

 

David Berdzenishvili

 

"1995 წ. შევარდნაძე/აბაშიძის ხელისუფლებამ არ შეუშვა პარლამენტში 5 პროცენტიან ბარიერგადალახული ზვიადისტების პარტია "21- ე საუკუნე" და უკანონოდ მიითვისა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვეულებრივი უმრავლესობა კი ჰქონდათ, ხელისუფლების საკითხი არ წყდებოდა.

1999 წ. შევარდნაძე/ აბაშიძემ არ შეუშვა პარლამენტში 7 პროცენტიან ბარიერგადალახული ლეიბორისტული პარტია და მაშინაც უკანონოდ გაიფორმა საკონსტიტუციო უმრავლესობა. შერჩათ.

2003 წ. შევარდნაძე და აბაშიძე შეეწირნენ წაგებული არჩევნების ტოტალური გაყალბების მცდელობას..უბრალო უმრავლესობასთან ახლოსაც არ იყვნენ და საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოწერა დააპირეს თავისთვის.

ქუჩის პროტესტით, სამართლებრივი ბრძოლით( უამრავი მტკიცებულებით ჩოლოქს გაღმა/გამოღმა, დასავლეთის დარწმუნებით საკუთარ სიმართლეში) საზოგადოებამ გაიმარჯვა.

2008 წ. არც პირველ ტურში მოუგია საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფალს და არც საკონსტიტუციო უმრავლესობა მიუღია საპარლამენტო არჩევნებზე.

პოლიტიკის პარლამენტიდან ფაქტიურად გაგდება იყო ეს.

2008 წ. იანვარ/ თებერვლის და 2009 წ. 9 აპრილი/ 26 მაისის მასშტაბური საპროტესტო აქციების გალევამ " ორპალატიან" შიმშილობაში პარლამენტის წინ და შენობაში ჯერ და რუსთაველზე საკნებში მერე, არა მხოლოდ მაშინდელი ოპოზიციის "რადიკალური" ფლანგის პოლიტიკური უმწიფარობა დაადასტურა, არამედ მაშინდელ ხელისუფლებასაც უძლეველობის ყალბი ილუზია

შეუქმნა - ამომრჩევლის ნება უგულვებელყო.

ხელისუფლებით საზოგადოების უკმაყოფილების შენახვა/ დაკონსერვება და სწორედ ხელისუფლების მოყირჭება იყო მთავარი(არა ერთადერთი) მიზეზი 2012- ის შედეგის დადგომაში.

2012- ში ხელისუფლებამ ამომრჩევლის ვერდიქტი მიიღო. დასავლეთიც დარწმუნებული იყო არჩევნების ასეთ შედეგში.

2018- ში ამჟამად ეს ხელისუფლება აღმოჩნდა მისი უძლეველობის მითის მძევალი - მოპარა ხმები ამომრჩეველს და ეგონა, რომ პროტესტმა გადაიარა.

2019- ის 20 ივნისს ივანიშვილს ჩაერთო წამზომი. მისი დრო ამოიწურა. 2020- ში დროის გაჩერება დააპირა. ტოტალურმა გაყალბებამ წაგებული მოგებულად "აქცია".

2003 გამახსენდა.

მაშინ ვერ დავიცავით 2 ნოემბერი, პოლიტიკური პლურალიზმი და ახალი კოალიციური ხელისუფლების შანსი. არც ძველი ჭაობი დავტოვეთ და შექმნილ ვითარებაში სწორად მოვიქეცით. შედეგად კი ერთი დრ მივიღეთ სწრაფი მოდერნიზაცია დემოკრატიის იგნორირებით.

2012- ში კოალიციურობის ნიშნებიც ვერ გადავაქციეთ კოალიციად, ისევ ერთმმართველობა - თან, მოდერნიზაციის გარეშე. ასოცირების პროცესი დავასრულეთ და ვიზალიბერალიზაცია კი მივიყვანეთ ბოლომდე.

ხელისუფლებით შიშიც თავიდან მოიხსნა კიდეც. სხვა მხრივ ბევრი უკუსვლა პირველივე წლებიდან და 2016 წლიდან მხოლოდ ცუდი ამბები.

ახლა გვქონდა კოალიციურობის მაღალი შანსი. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მხოლოდ დასავლეთის შუამავლობა თუ გადაარჩენს ამ შანსს, როგორც 130/20 გამოუვიდა.

წუხანდელმა ამბებმა საოლქო კომისიებში და კომისიებთან ვითარება გახადა ან/ან.

მერჩია, ახლა მაინც გადავრჩენოდით დალეწვა/ შელეწვის არჩევანს.

მცირდება შანსები.

უსამართლო ხელისუფლებას უნდა ყველაფერი და მიიღებს არაფერს. ორი ვადის მერე ოპოზიციაში გასუფთავება რომ უნდა გინდოდეს, ეს ვერც არაადეკვატურ პატრონს გავაგებინეთ და ვერც მის არაპოლიტიკოს ქვეშევრდომებს

შევარდნაძე/ აბაშიძის და მოქკავშირ/ აღორძინების გაქრობის გზა არჩიეს.

P.S. ცალკეული თეზისი ყველას არ მოეწონება, ცხადია. არც არასდროს ყოფილა ჩემთვის არსებული პოლიტიკური კონიუნქტურა განმსაზღვრელი. კი ვითვალისწინებ ისედაც. პოლიტიკა კომპრომისებია და იმიტომ. " აბა გრეჩიხა ჯობდა?" და " სისხლიანი ცხრა წელი " ტექსტებით ნუ დავიღლით თავს. ვიმსჯელოთ საქმიანად და პერსპექტივაზე გათვლით."

წერს დავით ბერძენიშვილი

ნანახია: (1311)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას