"სიცრუის წინააღმდეგ ხმის ამაღლება და სიმართლისათვის ბრძოლა ეკლესიის არამხოლოდ სოციალური არამედ სახარებისეული ვალდებულებაა. ეკლესიის ქადაგებებს სიყალბის, კორუფციის, კრიმინალის და მსგავსი დანაშუალებების მიუღებლობაზე უნდა მოჰყვებოდეს ქმედითი ნაბიჯებიც. თუ სახელმწიფო ჩინოვნიკი, ბანკირი, ბიზნესმენი, ან ე.წ. კრიმინალი მხილებულია არაკეთილსინდისიერ ფინანსურ მაქინაციებში, გაყალბებასა და ქურდობაში მათ მიმართ გარკვეული ვადით უნდა დაწესდეს ეპიტიმია (თუ ეკლესიის წევრია!).
ეპიტიმიის თერაპიული ბუნებიდან გამომდინარე ეკლესიას უფლება აქვს დანაშაულის ჩამდენ პირებს მოუწოდოს სინანულისკენ და აუკრძალოს გარკვეული ვადით ზიარების მიღება, რადგან ასეთი ცხოვრების წესი ვნებს უპირველესად მის სულიერ მდგომარეობას და ფეხვეშ თელავს ქრისტიანულ მოწოდებას „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალტ. 6.2) სწორედ ქრისტიანობის ეს პრინციპი უდევს საფუძვლად საზოგადოებრივი კეთილდღეობის იდეას და არა გამდიდრება!
და რაც უმთავრესია, ასეთ ადამიანებს უნდა აეკრძალოთ ეკლესიისთვის შეწირულობის გაღება!!!
სამწუხაროდ, დღემდე მენტალობით საბჭოთა ეკლესიაში ფესვგადგმულია ხრწნადი (კორუფციული!) წარმოდგენები მოპარული და ნაწყევარი ფულით მამაოების და მეუფეების გამდიდრებაზე; ჯიპების ჩუქებაზე; ეკლესიაების მშენებლობებასა და მორთვა-მოკაზმვაზე, რასაც საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან. ამ სიმახინჯესთან დასაპირისპირებლად ქრისტეს ეკლესიის ხმას და სწორ პოზიციონირებას გადამწყვეტი როლი აკისრია.
სამწუხაროდ, სიმართლის, სიყვარულისა და თავგანწირვის სახარებისეული პრინციპების მიმართ პასუხისმგებლობა დღეს არც “საპატრიარქოს ეკლესიაში“ და არც 86% -იან რელიგურ ქართულ საზოგადოებაში შეიმჩნევა."
წერს თეოლოგი ვლადი ნარსია
ნანახია: (1305)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას