logo.png

 

ბექა ჭიჭინაძე

 

"მეხუთე კლასელი ბავშვების ლაპარაკს მოვკარი ყური:

,,....მასწავლებელი ? კაბაში ქვეყნის (ანუ ძალიან ბევრი) ბიულეტენი ჩაიტენა და ჩაყარა [ურნაში]...

მშობლებსაც ეუბნებოდა [იგივე გააკეთეთო]"

პათეტიკა მეზიზღება, მაგრამ მოდი და არ აღფრთოვანდე ისეთი ზიზღით ლაპარაკობდა ! და ღმერთო რა წმინდაა ეს ზიზღი, რა საჭირო, რა მართალი

ამაზე ტრაგიკული რა შეიძლება იყოს მასწავლებლისთვის ? უკიდურესი ზიზღით ვარ სავსე ყველა გამყალბებლის მიმართ, მაგრამ ის მასწავლებელი ხომ ცოცხლადაა გახრწნილი, ხომ მძორადაა ქცეული მისი მოსწავლეების თვალში, ხომ კუბოს კარამდე აგდებული იქნება მოსწავლის თვალში, შემზარავია მართლა.

ჩემი თავი წარმოვიდგინე იმ ბავშვის ადგილას, ჩემი მასწავლებელი რომ მენახა იმავე ამპლუაში... სულიერად გავპარტახდებოდი, ყველაფერ წმინდას საფუძველი მოეშლებოდა, ვერასდროს ვერ მოვინელებდი... ღმერთოოოო ....

ამაზე მაინც არ უნდა მიდიოდეს ხელისუფლება, ყველაზე წმინდას მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობებსაც კი აუპატიურებენ."

წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე

ნანახია: (1021)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას