"ოპოზიციამ თუ არ წამოაყენა ეროვნული გამაერთიანებელი იდეა, მხოლოდ ხმების დასაცავად დაანონსებული საპროტესტო აქცია, როგორც თქვეს, რომელიც დასრულდება რუსთაველის გამზირზე მსვლელობით, მხოლოდ ორთქლის გაშვება იქნება და მეტი არაფერი.
ეროვნულ გამაერთიანებელ იდეაში ვგულისხმობ ეროვნული ხსნის კომიტეტის შექმნას, სადაც გაერთიანდებიან ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აირჩევენ სპიკერს და უკვე ეროვნული ხსნის კომიტეტის სახელით მიმართავენ ხალხს და არა პარტიების სახელით. ოდნავ მაინც მიბაძეთ ზვიად გამსახურდიას სამოქმედო გეგმის განხორციელებაში!
პარტიების ლიდერების ცალ-ცალკე საუბრები არაფრის მომტანია!
ახლა ყველას ხმა ერთი უნდა იყოს და ერთის ხმა, ყველას ხმა!
მხოლოდ ასე შეიძლება გამარჯვება!
დამიჯერეთ. ამის საკმაო გამოცდილება გაგვაჩნია მოყოლებული გასული საუკუნის 70 წლებიდან დღემდე."
წერს რევაზ კემულარია
ნანახია: (1325)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას