"ნაცნობ-უცნობებო, ახლობელ-შორებლებო, რომლებიც ყველაფერს ამჩნევთ - ყველა დანაშაულს, უკლებლივ ყველა მანკიერებას, შეცდომა-გადაცდომას, მიმიკას, გახედვა-გამოხედვას, სიტყვას, აზრს, წამოცდენას...
ხედავთ ცნობიერ-ქვეცნობიერს, არ გეპარებათ უმცირესი დეტალებიც კი... ამჩნევთ ყველა ფეხის გაფაჩუნებას... მერე აღელდებით, აღშფოთდებით და ინტელექტუალურ სჯა-ბაასებს არ დააკლებთ ხოლმე...
და ამ დროს ვერ ხედავთ ერთი ადამიანის მიერ მთელი მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის, სუსის, ცესკოს, ადგილობრივი ხელისუფლების, თითქმის მთელი „ინტელიგენციის“, სამთავრობო-„არასამთავრობო“ მედიის (ანუ ლამის მთელი სახელმწიფოს) ჯიბეში ჩადებას...
ან ხედავთ, მაგრამ პირადად თქვენ და თქვენს ოჯახს ეს მაინცდამაინც დიდ პრობლემას არ უქმნის (ხანდახან პირიქითაც);
ან ხედავთ, მაგრამ „ოსტატურად“ ისრები მაინც სხვა მიმართულებით გადაგაქვთ;
ან ხედავთ და გაწუხებთ, მაგრამ ობიექტური თუ მერკანტილური მიზეზების გამო ამას ხმამაღლა ვერ აპროტესტებთ...
აი, ასეთებთან ერთი მოკრძალებული რჩევა მექნება. ვიცი, ალბათ მავანთა ფარისევლური ხოტბა უფრო გეგემრიელებათ, ვიდრე ჩემნაირი მოყვასის მწარე კრიტიკა, მაგრამ მაინც უნდა გირჩიოთ:
გაჩუმდით მაინც.
ნუ ქადაგებთ მაინც.
ასე უფრო მორალურია."
წერს ბუბა კუდავა.
ნანახია: (1362)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას