logo.png

 

Zurab Guruli

 

რამდენიმე მარტივი საარჩევნო აქსიომა

 

"1. გადამწყვეტი გაყალბება ხდება არა საარჩევნო უბნებზე, არამედ ცენტრალურ შტაბში.

2. გაყალბების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოსალოდნელი რეაქცია ექნებათ გაყალბების მსხვერპლთ. თუ ეს რეაქცია წარმატებით აქვს დატესტილი გამყალბებელს, მაშინ აუცილებლად გააყალბებს.

3. აშკარა გაყალბების შემთხვევაში ყველაზე არაძალადობრივი მოქმედების გზა არის ბოიკოტი. ნებისმიერი სახის თანამშრომლობა გამყალბებელთან ნიშნავს გაყალბების ლეგიტიმაციაში თანამონაწილეობას, შესაბამისი შედეგებით.

4. გაყალბების კიდევ ერთი ლეგიტიმაცია ნიშნავს გაყალბების ტრადიციის უსასრულოდ გაგრძელებას და ამომრჩეველთა კატასტროფულ ნიჰილიზმს.

5. გაყალბების ლეგიტიმაციის თანამონაწილენი თვისობრივად არ განსხვავდებიან გამყალბებლისაგან."

წერს ზურაბ გურული

ნანახია: (1141)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას