logo.png

 

Bejan Javakhia

 

გ ვ ა ხ ს ო ვ დ ე ს!!!

"დღეს 28 ოქტომბერია, 30 წლის წინ საქართველომ ერის ერთიანობის საუკეთესო მაგალითი მოგვცა. დიახ ეს ერთიანობა გახდა, ყველა იმ დიდი გადაწყვეტილებების საფუძველი, რომელიც მოხდა XX საუკუნის დამლევს. დიახ, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტიც და 26 მაისის თავისუფლების დღის ხორცშესხმა...

ბედნიერია ჩემი თაობა, რადგანაც ქართველმა ხალხმა სწორედ ჩვენს ეპოქაში აღიდგინა 70 წლის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა; ერი არსებობს ამ მეხსიერებით. დიახ, ერის სიცოცხლე იწყება მისი სეკულარული დღესასწაულებით და ამ დღეებს განეკუთვნება 28 ოქტომბერიც, 9 აპრილიც და 26 მაისიც.

ერს, რომელსაც ახსოვს ეს გამარჯვების დღეები, მისი სიცოცხლეც მარადიულია. და რომ პრობლემები გვაქვს , სწორედაც მის დავიწყებაშია, მის მიჩქმალვაშია.

არა წარსული, არამედ თანამედროვეობა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტისა თუ მოვლენის მნიშვნელობას - აწმყო აყალიბებს ისტორიულ მეხსიერებას.

დღეს მნიშვნელოვანია, ვის ახსოვს ეს დღე; ერთი ისტორიკოსი ამბობდა: “ხანდახან თანამედროვე პოლიტიკური დაპირისპირებების გაგებისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია წარსულისადმი დამოკიდებულება, ვიდრე შეუთანხმებლობა ეკონომიკურ ან სოციალურ პრობლემებზე.”

გილოცავთ, და დარწმუნებული ვარ, ყველას გვახსოვს, რომ დამოუკიდებლობა, მხოლოდამხოლოდ ბრძოლით მოიპოვება და ასევე თავდაუზოგავი სიყვარულით და სიფხიზლით გვიწევს მისი დაცვა და შენარჩუნება, მისი წინ წაწევა. მჯერა, ასეთივე იქნება შემართება 31 მოქტომბერს. ჩვენ გამარჯვებული ერი ვართ!!!

ეს დღე, ისე, როგორც ბევრი წარმატება ჩვენი ისტორიის ბოლო ეტაპზე, წარმოუდგენელი ხდება ზვიად გამსახურდიას სახელის გარეშე

გილოცავთ!!!"

წერს ბეჟან ჯავახია

ნანახია: (764)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას