logo.png

 

George Tiginashvili

"სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მსოფლშეგნება ძალიან დადებითი მოვლენაა, მაგრამ როდესაც მღვდელმთავრები საუბრობენ მარტოოდენ ნატოში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე, პროგრესსა და დემოკრატიზაციაზე, ნუთუ ესაა ეპისკოპოსის პირველადი მოვალეობა, რომ პოლიტიკანობდეს და პოლიტოლოგის, ექსპერტის, ანალიტიკოსისა და მიმომხილველის როლში გვევლინებოდეს? სახარებისეულ იდეალებს, რომ არცერთხელ არ ახსენებენ, არც კანონიკური სამართლის პრინციპებს ეხებიან, არც პატიმარ მღვდელთან დაკავშირებით არ არიან სოლიდარულნი, არც უსამართლოდ განყენებულ თავის კოლეგაზე (მიტროპოლიტი პეტრე) არსოდეს არ საუბრობენ, არც პედოფილიაზე წუხან, არც ეკლესიის ეგიდით წარმოებულ ფინანსურ მახინაციებზე ჩივიან, არც გაუნათლებლობა არ აღელვებთ და რუსულ კვალს თუ პოლიტიკურ პარტიებში ხედავენ და ოკუპაციას სფიჩერების დაწერილი ტექსტებით აპროტესტებენ, რატომ ერთხელ მაინც არ იტყვიან, რომ კრემლის უმთავრესი აგენტურა საპატრიარქოშია მოკალათებული?! იმიტომ, რომ საამისოდ არც რწმენა, არც გულახდილობა, არც ღირსება და არც გამბედაობა არ ჰყოფნით!

სინამდვილე ისაა, რომ ესენი არიან "პროდასავლური და პროგრესული" კონფორმისტები, გაბღენძილი და ბეყე მღვდელმთავრები, რომელნიც შერჩევითი მიდგომით და არაობიექტური სულისკვეთებით არიან განმსჭვალულნი და ერთ ბელადს მტრობენ - მეორე ბელადის საამებლად! აი ეს არის მწარე სიმართლე!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1042)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას