logo.png

დაუკვირდით, ეს რა საშინელი სისტემა და რეჟიმი შექმნა კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ. პრაქტიკულად სრული ზნეობრივი ჭაობი და სულიერი კატასტროფა გვაქვს სახეზე. მხოლოოდენ ვიზუალური მხარე "მოაწესრიგა", ანუ ინფრასტრუქტურა გააუმჯობესა და ნივთიერი ძეგლები მოამრავლა (რაც ეპოქამაც მოიტანა თავისთავად), თორემ რეალურად განა რა ნაყოფი მოიმუშაკა? მისი მეშვეობით სინოდის წევრები შემდეგი კატეგორიისანი არიან:
1) უმეტესობა აბსოლუტურად უბირი, არაკვალიფიციური და უსწავლელია;
2) ვინც ჰეტეროა - დიდწილად მრუშია ან ფსიქიკურად შერყეული;
3) სტანდარტულად "ძველი პლეადიდან" (მათ შორის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი) კრიპტოჰომოსექსუალები და პედოფილები არიან, რომლებიც ღამის კლუბებში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე ტაძრებსა და ეკლესია-მონასტრებში;
4) ჩვეულებრივ, ეპისკოპატის უდიდესი ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია;
5) არც თუ მცირე ნაწილი მემთვრალე და მოტაშფანდურეა;
6) თითქმის სრული შემადგენლობა ანგარებიანი, მდიდარი, ფულისტი და მომხვეჭელია;
7) უკლებლივ ყველა - მონა, ლაჩარი და მსახურია მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის წინაშე;
8.) ყველამ იცის სიმართლე პატრიარქზე და ღირსება თუ რწმენა არცერთ მათგანს არ ჰყოფნის, რომ კანონიკური სამართლით და მღვდელმთავრული მართლმკვეთელობით იხელმძღვანელოს;
9) ე.წ. "დასავლური ორიენტაციის" მღვდელმთავრებიც ჩვეულებრივი სნობები, აფერისტები, ყალბები და ეგოისტი მაფიოზები არიან, რომელთაც ქრისტე ისე უყვართ, როგორც მე - შივა, გაუტამა ბუდა ან ოსირისი;
10) არც თუ ცოტანი გვყავს ფანატიკოსები, რეტროგრადები, ფსევდოლიბერალები, ერეტიკოსები, ექსტრემისტები და შავრაზმელი ბნელები;

ამასთან, შეხედეთ სამღვდელო დასსა და ბერ-მონაზვნობას - ფაქტობრივად ჩვენს წინაშეა მშიშარა, კონფორმისტი, ბოღმიანი, კომპლექსიანი, მოძალადე, ნარკომანი, გარყვნილი და სრულიად უწიგნური მღვდელთა ლეგეონი (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა); ამას დამატებული მოძველბიჭო და ლაწირაკი ბერები, ფეტიშიზმსა და ხიბლში მყოფი პატრიარქისტი მონაზვნები, სავაჭრო დახლებად ქცეული მონასტრები, "სარეაბილიტაციო" ფსიქიატრიულებად წარმოდგენილი კელიები, საბრალო გარეულ ცხოველთა სადგომებად შემორაგული სამონასტრო ეზოები, გაუთავებელი მშენებლობები და ა.შ.

ამრიგად, პოლიტიკანი, მატერიალისტი, დაქსაქსული, უსიყვარულო, მზაკვარი, ამორალური, ცხონებაზე არმოფიქრალი და არასულიერი კასტა - აი ესაა სულ პუტჩისტი ილია II-ის "წმინდანობის" შემოქმედებითი აქტივიც და "მოღვაწეობის" შედეგიც. აგრეთვე, არ უნდა დაგვავიწყდეს სოციუმის სიღატაკე, გაუნათლებლობა, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, მასობრივი დეპრესია და ფსიქოზი - ესეც ცრურელიგიურობის სინდრომის გამოძახილია, რომელიც სწორედაც რომ ყველა მთავრობას მორგებული ილია ვლადიკავკაზელის კისერზეა..!

დაე, ქრისტემ გვიხსნას ამ დამღუპველი ჩიხისაგან!

ნანახია: (1816)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას