logo.png

   თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"  იმის გათვალისწინებით, რომ დავით-გარეჯის წინამძღვარი გახლავთ პატრიარქი, შეუძლებელია, არქ.კირიონი საუბრობდეს მასთან შეთანხმების გარეშე და ეს რომ ასეა, გვარწმუნებს ის ფაქტი,რომ დღემდე მის მიმართ დასჯის (გაფრთხილება,  მღვდელმოქმედებისა თუ ზიარების აკრძალვა) არანაერი საშუალება არ გამოყენებულა.
     შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა საპატრიარქო წინასაარჩევნოდ, იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქომ დავალება რუსეთისა შეასრულა და თან უზარმაზარი თანხა აიღო ამ საქმეში და ახლა ყველა ხელს არქ.კირიონს შეაწმენდს,საპატრიარქოცა და ხელისუფლებაც. 
     არქ.კირიონი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ შეახვედრეს პატრიარქს და ამ მზაკვარმა ბოროტმა თავისი მზაკვრობითა და ეშმაკობით დაარწმუნა ის, თითქოსდა სამშობლოს დაიცავს ამ გზით და ეს უკანასკნელიც წამოეგო ამ ანკესს. ფსიქოლოგიური ზემოქმედების უზარმაზარი უნარი არქვს პოლიტარქს, წლების შემდეგ მიხვდება არქ.კირიონი, რა ბინძური თამაშის მონაწილეც გახდა.
    ორი აზრი არ არის იმაში, რომ მთავარი მოქმედი გმირი, როგორც აღვნიშნე,  გახლავთ რუსეთი, რომლის მიზანიც საეკლესიო და საერო ხელისუფლების შენარჩუნება/გაძლიერებაა საქართველოში.  ამისთვის ის ყველანაერ საშუალებას გამოიყენებს.
     საყდრისის ამფეთქებელი ივანიშვილი დავით-გარეჯის მომპოვებელი/აღმშენებელი/შემნახველი ვერ და არ იქნება.
    მოხუცი პატრიარქი ვერ ხვდება, რომ ახალგაზრდებში და ოპოზიციურად განწყობილ თაობაში  აღარ ჭრის მისი ბინძური ხრიკები. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებმა დროულად შეაფასეს და გამოამზეურეს მისი ვერაგი ჩანაფიქრი. ამიტომ, პოლიტარქი გადაერთო სხვა გეგმაზე. ვფიქრობ, რამდენიმე მღვდელმთავრის განსხვავებული აზრი შეთანხმებული იყო მასთან. პატრიარქისთვის არაფერს არ ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე, მან ეს თავისი ვაი მოღვაწეობის 44 წლის მანძილზე არაერთგზის დაამტკიცა, ასეა ახლაც, მაგრამ დაინახა რა საზოგადოების მასობრივი უკმაყოფილება, გეგმა  ა-დან გეგმა ბ-ზე გადავიდა.
    იმავე ბრალდებით უნდა იყოს დაკავებული არქ.კირიონი და  ღარიბაშვილი. მათ 2014 წლიდან სცოდნიათ ამ რუკის არსებობა.

  ჯოკერი თავად არქ.კირიონი აღმოჩნდა ჯერ საპატრიარქოს და შემდეგ ხელისუფლების ხელში."

ნანახია: (162)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას