logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"დღეს სვეტიცხოველში პატრიარქად დასმულმა და, ამავდროულად, დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, არაფერი არ თქვა გარეჯის ან ამ საქმეზე დაკავებულთა შესახებ, სამაგიეროდ კი გვახარა ,,მოწყალე სამარიტელის" ფონდის დაარსება, საიდანაც გაჭირვებულებს დაეხმარებიან, ანუ კვლავ საპატრიარქოს გაზულუქებული მღვდელუკები მიიღებენ დამატებითი სახის შემოსავლებს.
    დეკანოზმა ა.ჯაღმაიძემ წირვის ამაღლებულ განწყობას ნუ გამიფუჭებთ ამ საქმითო, არადა ,,
თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენ დება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ,
მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი" (მთ.5.23-24), ბრძანებს წმ.წერილი.
    ისევ იგივე  უგულო დამოკიდებულება პატრიარქის მხრიდან, მორიგი გაწირვა სასიკვდილოდ ადამიანისა, ოღონდ კი საფრთხე არ შეექმნას მის ავტორიტეტს. ესეც იმ სიის გაგრძელებაა, რომელიც 1977 წლიდან, მისი პატრიარქობის მოსვლიდან იწყება და დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს. ილია მეორემ თავის ერთ ადგილს გადააყოლა მთელი ერი და ეკლესია, პასუხის მომთხოვნი კი არავინ ჩანს.
     ეკლესია თავის თავს ვერ გაწმენდს, სინოდის წევრთაგან უმრავლესობა გასვრილია შავ-ბნელ საქმეებში, იქნება ეს ბინძური გარიგებები თუ სექსუალური სკანდალები. ამიტომ ეს ინსტიტუტი არასდროს არ მოჭრის იმ ტოტს, რომელზეც სხედან.  ერი? აბა ,სადა გვყავს ერი? ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით სახელმწიფოდ. საქართველო ხომ ყოველთვის ერთეულთა კისერზე იდგა!
    პატრიარქმა თავის თავთან ერთად დააბერა და გახრწნა ეკლესია. საზოგადოება კი მის ყოველ სიტყვას სიბრძნედ აღიქვამს, დუმილიც კი სიბრძნე ჰგონიათ. იმასაც არ იმჩნევენ, თებერვალში რას ამბობდა კორონას შესახებ და ახლა რას ამბობს. 
    ჰო, არც დეკანოზი მამალაძე გახსენებია უკვე მეოთხე წელია მის უწმინდურ ნებას, თუმცა კი  ,ვიდრე მის გვერდით იყო მამალაძე, როგორც გავიგეთ, გვერდიდან არ იშორებდა.

,,განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად.რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ ჭირსა ჩუენსა? (ფს.43.23-24).
 #მოვითხოვთრუისურბნისისკრებას"

ნანახია: (1056)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას