logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

“2019 წლის 31 ოქტომბერს, პატრიარქის მხილების შემდეგ, ქართული საზოგადოების პრორუსულად განწყობილი ნაწილი იმას ამბობდა, აქამდე სად იყო მეუფე პეტრეო და იმავე საზოგადოებას არც კი გასჩენია სურვილი, რომ იგივე შეკითხვა არქ.კირიონის მიმართ დაესვათ, რომელმაც გუშინ გადაცემა ,,პოლიტმეტრეში" თქვა: „ღარიბაშვილმა აღნიშნული რუკა პირველად 2015 წელს ნახა. გამოძიება დაიწყო, თუმცა შემდეგ გადადგა“ და დღემდე, ამ გასული 5 წლის განმავლობაში, არც ღარიბაშვილს და არც მას საქმის მოძიების სურვილი არ გასჩენია. რატომ არ ეკითხებით თქვენ, პრორუსული საზოგადოება მას/ან ღარიბშვილს რატომ უფრო ადრე არ თქვა ეს ყველაფერი? პასუხი თქვენსავე დუმილში იკითხება. არ ეკითხებით იმიტომ, რომ იცით, ამის უკან ის ქვეყანა დგას, რომელზეც მზე და მთვარე ამოგდით; მაგრამ ჰკითხეთ მეუფე პეტრეს, რადგან მის უკან ქრისტე დგას და ჰკითხეთ იმიტომ, რომ ეს ქრისტე ასე უცხო და მიუღებელია თქვენთვის...
   რას აკეთებს პატრიარქი ამ დროს? არც არაფერს, მისი უწმინდესობა ახლა იმ საკითხითაა დაკავებული, ინტრონიზაციის დღეს ასეტრინას ხინკლები მიირთვას თუ ტრადიციულად მწვადები ააშიშხინოს საპატრიარქოს ეზოში, როგორც პატრიარქის გვირგვინის მიღების დღეს უმასპინძლა სტუმრებს. მხოლოდ ის ადარდებს, რომ მწვადს კბილები უნდა, ასეტრინას ხინკალი კი შედარებით მარტივი საჭმელია.”

ნანახია: (1047)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას