თეიმურაზ ზაქრაძე თავის გვერდზე წერს:
"ასეთი ხმაურიანი ბრალდება რომ ვითომ ქართველმა ექსპერტებმა დამალეს 1938 წლის რუკები არის მოსკოვის მორიგი სამართლებრივი მზაკვრობა.
რატომ 1938 წელი?
რატომ აფრიალებს უნამუსო ბრალდება სწორედ ამ წელს ყოველ მეორე სიტყვაში?
იმიტომ რომ ეს ის დროა როდესაც მოსკოვმა თითქმის ბოლომდე მიიყვანა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დელიგიტიმაცია.
ბოლომდე მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის მერე გამოუვიდა როცა სტალინმა დე გოლი აიძულა დაებრუნებინა ქართული საგანძური ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად.
ის დროა როდესაც ბოლშევიკებმა მოაწყვეს არნახული რეპრესიები და საშუალო კლასის მასობრივი განკულაკება.
ის დროა როდესაც სსრკ საბოლოოდ დამკვიდრდა სამართლებრივად საერთაშორისო სამართლის სუბიექტად და ცნობილი იქნა დიდი ქვეყნების მიერ.
ეს ის დროა როდესაც სსრკ მიტაცებულ მიწებს სასურველად ჭრიდა და კერავდა.
ამ ხმაურიანი საქმით მოსკოვს აქვს მიზანი მსოფლიოს დაანახოს რომ სსრკ-ს დროს დამკვიდრებული საზღვრები არის ურყევი და გადახედვას არ ექვემდებარება.
ამით მსოფლიოს ეუბნება რომ სსრკ-ს დროინდელი გეოპოლიტიკური წყობა ურყევია, უნდა შენარჩუნდეს და მსოფლიომ მოსკოვის გავლენის სფეროები უნდა აღიაროს.
მსოფლიო კი აღარ ცნობს მოსკოვის გავლენის სფეროებს და 1938 წელი შავბნელ ისტორიაში დარჩება.
სრული სოლიდარობა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას.
სამწუხაროდ ეს წესიერი პროფესიონალები აღმოჩნდნენ მოსკოვის და მსოფლიოს გეოპოლიტიკური დაპირისპირების მოწინავე ფრონტის ხაზზე.
P.S. უნდა დავამატო.
ანუ გვაქვს ის რომ მოსკოვის მორჩილი ბოლშევიკური "ქართული ოცნება" ბრალს სდებს საქართველოს სსრკ-ს მიერ დაკანონებულ საზღვრებს რა უფლებით არ სცნობო."
ნანახია: (1405)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას