logo.png

მღვდელმონაზონი ანდრია სარია თავის გვერდზე წერს:

“ვუსმინე გარეჯის არქიმანდრიტ კირიონს, რომელიც ღალატში ადანაშაულებს ივერი მელაშვილს და თან ამტკიცებს უვიცი და მიწის მომწყობიაო. რა უნდოდა ამ ადამიანს საერთოდ კომისიაშიო. კითხვა მიჩნდება: თავად მამა კირიონი რა პროფესიისა? რამე გეოგრაფიული მიმართულებით ააქვს დისერტაცია დაცული? მინიმუმ  სემინარია-აკადემია მაინც ააქვს დამთავრებული? თუმცა, კი გვყავს ძალიან ბევრი მღვდელი, რომლებსაც სტანდარტული განათლებაც არა აქვთ მიღებული. კაცი, რომელიც სიცრუეს არ ერიდება და ჟიჟილაშვილ-სანაია მკაცრად ამხელს, სირცხვილია მელაშვილის დაჭერა უხაროდეს. აშკარაა ამ მღვდელს პირადი ანგარიშსწორება ამოძრავებს ივერის მიმართ... ერთ-ერთ ეთერში ახსენა დილეტანტი მიწოდაო. სხვების მიმართ არანაირი ,,პრეტენზია'' არა აქვს, რადგან პირადად მას არ შეხვედრიან. ვინ არის მამა კირიონი, რომ მისთვის ჩაებარებინა კომისიას ანგარიში? თუ არ გაჩუმდება ,,უხრწნელი'' გულის ისტორიასაც შევახსენებ... მისი გულგრილობა სამარცხვინოა, არ ჯდება სასულიერო პირის წოდებრივ საქმეში. მღვდელი საპყრობილეში უნდა მიდიოდეს და ნუგეშინისცემას ცდილობდეს ბრალდებულის და ეს ადამიანი თვითონ არის მოწმე და მბრალდებელი. სირცხვილია!!!!”

ნანახია: (1298)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას