ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე თავის გვერდზე წერს:
"კიდევ ერთხელ საპატრიარქოს მოღალატურ საქმიანობაზე ჰერეთის ქართულ ეპარქიასთან დაკავშირებით
გთავაზობთ მიტროპოლიტ ანანიას წერილის ფრაგმენტს პატრიარქისადმი ბაქოს რუსული ეპარქიის საკითხთან დაკავშირებით, მართალია ანანია ნომინალური ფიგურაა, მაგრამ მას ეყო გამბედავობა ჰერეთის ქართული ეპარქიის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოსულიყო
2018-წლის ნოემბერი
,,...საგანგაშო ისააა, რომ რუსული ეპარქიის ოფიციალური შეხედულებით არა მხოლოდ კახის, ზაქათალასა და ბელაქანის რაიონების, არამედ, ბოდბის, გურჯაანის, დავით-გარეჯას ეკლესია-მონასტრები თითქოსდა ალბანური ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდნენ, და შესაბამისად, მათზე მას აქვს სამართლებრივი უფლება, მაშინ როცა აღნიშნული ეკლესიები მუდამ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდნენ.
.... აღნიშნულის გათვალისწინებით სასურველია -1. დაარსდეს საქართველოს საპატრიარქოსში შემავალი აზრბაიჯანის ეპარქია, ცენტრით ბაქოში, რომელიც გააერთიანებს თავის სამრევლოში აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ ქრისტიანებს".
(,,მის უწმინდესობასა და უნეტარესობას,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს
პატრიარქ ილია მეორეს
მიტროპოლიტ ანანიას მოსაზრება
აზერბაიჯანში ქართული ეპარქიის დაარსების შესახებ")
მართლაც, იმისთვის, რომ ბაქოს ეპარქია ამ უკიდურესად თავხედური მოთხოვნით არ გამოსულიყო, საჭირო იყო სრულიად აზერბაიჯანის ეპარქიის შექმნა, რომელსაც შეეძლო კანონიკური უფლება ჰქონოდა ამ მიწებზე, საუკუნეების განმავლობაში მიწები გიშიდან აფშერონამდე მხოლოდ მცხეთელის საკურთხი იყო, მაგრამ სრულიად აზერბაიჯანის ეპარქიის აღდგენის ნაცვლად საპატრიარქომ დაიწყო გეგმაზომიერი მუშაობა ჰერეთის ქართული ეპარქიის მოსპობისათვის, რაც მისგან ოფიციალურად მოითხოვა ბაქოს რუსულმა ეპარქიამ, რუსეთის ეკლესიის დაკვეთების შემსრულებელმა ქართულ ეკლესიებში - მიტროპოლიტმა თეოდორემ და სხვებმა ყველაფერი გააკეთეს ეპისკოპოსად გამზადებული ქართველი არქიმანდრიტის დისკრედიტაციისთვის და ფაქტობრივად უარი თქვეს ქართული ეკლესიის ისტორიულ უფლებაზე აზერბაიჯანში და ეს მოღალატეები დღეს გარეჯს იცავენ, ნუ მოტყუვდებით მეგობრებო."
ნანახია: (1887)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას