logo.png

თეოლოგი ზვიადი ცაბაძე თავის გვერდზე წერს:

''გაზვიადებული'' ( ანუ ჩემეული) შეფასებები გარეჯის საკითხთან დაკავშირებით

1. ამ საქმის უკან რუსეთი დგას - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე საქართველო როგორც ორივე მხარისთვის  მინიმალური, მაგრამ მაინც მომრიგებლური როლითაა აღჭურვილი.  ეს როლი საერთაშორისო იმიჯზეც დადებითად (ი)მოქმედებს, რაც ასე აუტანელია რუსეთისთვის. თუ რუსეთს გამოუვა და საქართველოს  ( საპატრიარქოს დახმარებით) აზერბაიჯანთან კონფლიტკში შეიყვანს, უფრო მეტი მიზეზი მიეცემა ჩაერიოს  არამხოლოდ  სომხეთისა და აზერბაიჯანის ''დასაშოშმინებლად" , არამედ უკვე მესამე მხარისაც, ე.ი. საქართველოსი. აი, მაშინ მიაღწევს რუსეთი თავისას და გამოჩნდება, როგორც ''მშვიდობისმყფელი'' მსოფლიოს თვალში. 

2. მამა კირიონის ინტერვიუები და აგრესიული ტონი ივერი მელაშვილის მიმართ აჩენს ეჭვებს, რომ გარდა მთავარი საკითხისა მასთან პირადი მოტივებიც ამოძრავებს.
არ არის გამორიცხული, რომ მამა კირიონის ეპისკოპოსად გამორჩევა მოხდეს მომდევნო სინოდზე. 

3. საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაჟღერებული სიტყვა ''მოღალატეობრივი'' მიმართული იყო არამხოლოდ ძველი კომისიის წევრების,  არამედ პირველ რიგში წმინდა სინოდის მღვდელმთავრების და სხვა სასულიერო პირების მიმართ, რათა მათ არ გაუჩნდეთ სურვილი საპირისპირო აზრის დაფიქსირებისა.

4. მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იქნეს მოწვეული წმინდა სინოდი, რომელიც მთელი ეკლესიის პოზიციას დააფიქსირებს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, ხოლო  დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს გაფრთხილებას მისცემს."

ნანახია: (1966)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას