logo.png

თეოლოგი ვლადი ნარსია თავის გვერდზე წერს:

"გამოთქმა „ომი არ იწყება პირველი გასროლით არამედ პირველი სიტყვით“ დღეს განსაკუთრებით უნდა გვაფიქრებდეს. დღეს კონფლიქტების მშვიდობიანი მედიაციისთვის ზოგჯერ ხელოვნურადაც კი ქმნიან რელიგიურ აქტორებს/ინსტიტუტებს, რადგან რელიგიის სამშვიდობო და ჰუმანისტური იდეები ხშირად გადაულახავ ბარიერებს შლის. ამ კუთხით საქართველოს ეკლესიას უაღრესად პოზიტიური როლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ამის სანაცვლოდ პროკურატურასთან თანამშრომლობა აირჩია ადამიანების დასაჭერად. ჰოდა, მერე უკვირთ რუსეთის და კგბ-ს ნაშიერებს რატომ გვეძახითო?

ეკლესია ახალ ენას უნდა ქმნიდეს - მშვიდობის, სიყვარულის და მიტევების სულით გაჟღენთილს იმისათვის, რომ ადამიენბმა თავშესაფარი იპოვონ ამ ღვარძლით სავსე სამყაროში. სასულიერო პირისთვის სამარცხვინოა ადამიანის მოღალატედ შერაცხვა, ორპირად მოხსენიება და ისეთი ენის გამოყენება, რომელიც სიძულვილით განაწყობს სხვა ადამიანებს. რუკა კი არა სახარება წაიკითხეთ! რუკას თავისი წამკითხველი ყავს და კონფლიქტოლოგია უზარმაზარი სფეროა, სადაც თქვენისთანა გამოუცდელ და პროფესიულად უცოდინარ ადამიანებს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ!"

ნანახია: (1444)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას