ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე თავის გვერდზე წერს:
“კათალიკოს ილიას ხელში ადამიანები ყალბი ფულივით იჭრებოდნენ, ასეთებს იგი ისეთ ღირებულებას ანიჭებდა, როგორიც მოეპრიანებოდა და ასეც იყო! მრევლში იმდენად ფასდებოდა ადამიანი, რამდენადაც მისი ღირებულება კათალიკოსს ჰქონდა განსაზღვრული, ამიტომაა, რომ მან მთელი თავისი სამწყსო თანამედროვე სამყაროს სიძულვილში აღზარდა, რამდენადაც უნივერსალური ღირებულებები, როგორც უნივერსალური ვალუტა საფუძველს აცლიდა მისგან მოჭრილ ყალბ მონეტებს, მას კი ამის ატანა არ შეეძლო, რადგან თავად იყო უმაღლესი პრინციპი, თავად აშინაარსებდა ყველა ცნებას.
წუთისოფლის სიამეებით გულმოყირჭებული ფიქრობდა, რომ ზეციური დიდებაც ასე უშრომლად ებოძებოდა, ამიტომ კარგახანს ელოდა აპოკალიფსს, უფრო სწორედ თავის საფინალო როლს აპოკალიფსში, მერე გადათქვა, შეიძლება ჩემი ოპერის წერაც ვერ მოვასწროო, ბოლო დროს მის მიმართ გახშირებულმა ბრალდებებმა კი ისევ აღძრა ამ მოოქროვილ კერპში განდიდების ეს მანია და კვლავ ბოლო ჟამის ზათქით დაუწყო მუქარა მის მიმდევრებს, რომელთაც გაბედეს მისი კერპისთვის ზურგის შექცევა და მოციქულისკენ გახედვა, რომელიც კერპის დამხობას ქადაგებს.
წარმართ ქურუმებს ქართველები დაჯერებელი ყავდათ, რომ არმაზის კერპის ხელმყოფი თავს სასიკვდილოდ გაწირავდა, ასევე ცდილობენ საპატრიარქოს ქურუმები ცრუმორწმუნეთა დაჯერებას, რომ უწმინდესის კულტის ხელმყოფი მოკვდინდება სულითხორცამდე, მაგრამ ჭეშმარიტების გრგვინვა ისეთივე დამხობას უქადის პატრიარქის კერპს, როგორც არმაზისას. “
ნანახია: (1780)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას