გიორგი გეგუჩაძე
"ამხანაგ სერგი ჩეკურიშვილს ვუსმენდი ახლა და კიდევ ერთხელ გავმყარდი მეუფე პეტრეს მიერ წამოყენებულ ბრალდებათა სიმართლეში...
ამხანაგო სერგი, არსებობს ასეთი წიგნი, რომელსაც ბიბლია ჰქვია და ის ქრისტიანთა წმინდა წიგნად ითვლება. ბიბლია შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან,თითოეული კიდევ რამდენიმე წიგნისგან.
ახალ აღთქმაში არსებობს ასეთი წიგნი, რომელსაც ,,საქმე მოციქულთა" ეწოდება. ამ წიგნის მე-15 თავში გადმოცემულია ასეთი ამბავი, რომ მოციქულები კონკრეტულ საკითხში ვერ თანხმდებიან , რის გამოც იერუსალიმში 49 წელს ხდება შეკრება მათი, იმართება 1-ლი კრება ქრისტიანული ეკლესიის და სწორედ ამ კრებაზე მოციქულებმა იმსჯელეს წამოჭრილ პრობლემაზე და მოგვცეს კრების დადგენილება.
დიახ, დიახ, ამხანაგო სერგი, შეიკრიბნენ მოციქულები და ისე მიიღეს გადაწყვეტილება და არა დამოუკიდებლად, თვითნებურად.
ქრისტეს მოციქულს არ მიუღია გადაწყვეტილება, არ შემოუტანია ახალი წესი/კანონი მარტოს, არამედ კრებამ იმსჯელა და გადაწყვიტა. პატრიარქს კი ნამდვილად არ აქვს უფლება დამოუკიდებლად კანონთა მიღების , სხვა საკითხია, რამდენად არის ის მოციქული. თქვენ საუბრობთ არა საპატრიარქო ინსტიტუტზე, რომ ეპისკოპოსობა ნიშნავს სამოციქულო მსახურება/საქმიანობას, არამედ, რომ პიროვნულად პატრიარქი არის მოციქული.
თქვენ სხვა სისულეებს აღარ დავწერ, მე მრცხვენია თქვენ ნაცვლად. ვაი, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაპატრონებულ ყვავ-ყორანთაგან ერთ-ერთი თქვენ ბრძანდებით.
ლინკს დავდებ კომენტარში, მსმენელს კი მოვუბოდიშებ, ვინც ნახავს,რადგან გაფლანგავს 27 წუთს, რაც მე დავკარგე ახლა...
ანაც, როცა ცუდ ხასიათზე იქნებთ, მოუსმინეთ, გაგამხიარულებთ."
ბექა ჭიჭინაძე
"ვისაც ჰგონია რომ ეკლესიას ებრძვიან, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, იყო დრო, როცა მეც ასე ვფიქრობდი, ამ ორი სამი წლის წინ, ვიცვეთდი ენას მეუფე პეტრეს წინააღმდეგ, ვათრევდი და ვაგინებდი ეკლესიის ყველა კრიტიკოსს, სანამ ერთ ეპისკოპოსთან მორჩილების გავლა არ მომიწია, თავი რომ დავანებოთ ამ ეპისკოპოსის ზნედაცემულობას, მაოცებდა, რომ იმას, ნახავდა თუ არა პატრიარქს ეს მღვდელმთავარი, წყვეტდა შორენა, რომელიც თავს უფლებას აძლევლა პასუხი მოეთხოვა ყველა ეპისკოპოსისთვის, ვაკვირდებოდი რამოდენიმე ეპისკოპოსს ერთდროულად, ბოლოდროინდელ პროცესებში ყველას ერთნაირი ინტერესი და სტილი ჰქონდა, საქმე ისაა, რომ საქართველოს ეკლესიაში მყარი პოზიციების შენარჩუნება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - ეს შორენას კეთილგანწყობაა, მეუფე პეტრეს წინააღმდეგ წამოსროლილ თითოეულ სიტყვას შორენა ძალიან აფასებდა, სწორედ ამიტომ შორენას კეთილგანწყობის=მყარი პოზიციების მოპოვებისთვის წმინდა სინოდის ზნედაცემული, ჩუკენი მღვდელმთავრები ერთმანეთის მიყოლებით ტურებივით მიესივნენ მეუფე პეტრეს, ზოგი შორენასთან შეთანხმებით წერილობით ეპაექრებოდა, ზოგს ,,ერთსულოვნების" ეთერში დაათრევდნენ, შორენას ძალიან კარგად ესმოდა, რომ არცერთ მათგანს არგუმენტირებული მსჯელობის უნარი არ შესწევდა, მაგრამ საამისო მოთხოვნილების აუდიტორიის მიმართ მას არც არაფერი ჰქონდა სათქმელი, მთავარი ის იყო, რომ მლიქვნელთა არმიის ყეფით მას მეუფე პეტრესგან მომდინარე კრიტიკა გადაეფარა.
ვიცი ისეთი მღვდელმთავრებიც, რომლებზეც შორენა გამწყრალი იყო და პატრიარქთან თვეობით არ უშვებდა, ასეთებმა შორენას გულის მოგება სწორედ პეტრეს წინააღმდეგ ყეფით შეძლეს, შორენას ეს ფინიები, სულის და გონის სალარო რომ ცარიელი აქვთ, თავიანთი არსებობის დასამტკიცებლად უკეთეს საშუალებას ვერ პოულობენ და მეუფე პეტრეს შორიდან უყეფენ, ახლა მთავარი ისაა სამეუფეო გზაზე მავალმა მეუფემ დრო არ დაკარგოს ყველა იმ ფინიის მოსაგერიებლად, რომელიც უყეფს, ეს ჩვენი ვალია, აუცილებელია შეიქმნას ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც მორალურ წნეხში და უკიდურეს დისკომფორტში ამყოფებს ქართული ეკლესიის გამაუპატიურებელ, ჩუკენ, მოძალადე, გაყეყეჩებულ, მევახშე, მიხრწნილ, პედოფილ ეპისკოპოსებს ! რომელთა სული ხორცის თანამეინახეა ყოველგვარ გახრწნილებაში, არც ღვთის შიში აკავებთ, არც კაცთა სირცხვილი, დასრულდა შუა საუკუნეების მათთვის ნეტარი წყვდიადი, ყველა ძალადობაზე წაგასწრებთ სამოქალაქო საზოგადოება და თქვენთვის უცნობი იარაღით - კანონით გაგამათრახებთ!"
ნანახია: (1748)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას